U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ბელარუსთან 35 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე თამაშიც წააგო.

არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გუნდმა, ბელარუს თანატოლებთან გამართული მატჩი 35-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63-98 დათმო.

ბელარუსმა ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო: 18:25, 14:30, 13:19, 18:24.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა დააგროვა. ლუკა კალატოზიშვილის აქტივში კი 11 ქულა და 14 ჩაჭრაა.

2 ტურის შემდეგ საქართველოს, ბულგარეთთან და უნგრეთთან ერთად, ორიდან ორი წაგება აქვს. საპირისპირო შედეგი აქვთ ბელარუსს, ხორვატიასა და ისლანდიას.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 30 ივლისს, ხორვატიასთან
ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიას კომენტარი კარგია ზაზა მოხოდავს აკადემიას!კარგია!!!
რომა
30 ივლისი 2017 17:40
0
ქართული კალათბურთი ძალიან ჩაძირულია კორუფციაში. ფეხბურთზე მეტადაც კი. სანამ ძირფესვიანად არ შეიცვლება მანდ ყველაფერი ნაკრების წარმატება მარტო ინდივიდუალური წარმატებიდან გამოვა. როგორიც ზაზა, შერმადილი, შენგელა და სანიკიძეა. ალბათ ზაზა კარიერის მერე ჩამოვა და მოხოდავს აკადემიას და მაგათაც გააკეთებინებს საქმეს. დღეს კალათბურთში ჩვენთან ვინმეს რამე თუ ეთქმის ნამდვილად ზაზაა ეგ.
gia
29 ივლისი 2017 18:40
0
დიდ ნაკრებში უკეტესი ტრეინერებია.
soso
29 ივლისი 2017 18:06
0
კალათბურთის ფედერაციას!--ნუთუ არ გრცხვენიათ.ამდენ ფულს რომ ხარჯავთ,ამ ვითომ მწვრთნელებსი.ესაა შედეგი.ტფუ თქვენი.
mamulo
29 ივლისი 2017 17:42
0
სად იყურება ან კალათბურთის ფედერაცია ან სპორტის სამინისტრო. კიდია ეტყობა ყველას ეგ კალათბურთი და ტყუილ უბრალოდ ნერვებისმოშლაც არ ღირს. ჩვენი მიზანი არარის ა ჯგუფში თამაში ჩვენი მიზანი პირველი ნაკრებისთვის კანდიდატების მომზადებაოო ამას იტყვიან როგორც ყოველთვის უეჭველი. .და ეგიქნება რო დაასამარებს კალათბურთს დიდი ხნით ან რომელია აქედან ნაკრებისთვის გამოსადექი კალათბურთელი ნეტა თუამას კალათბურთი ქვია საერთოდ.
qutaiseli
29 ივლისი 2017 17:41
0
ეტყობა ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადიკალური ზომებია მისაღები
mamuka
29 ივლისი 2017 17:19
0

სიახლეები პოპულარული