18-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში ესტონეთში გამგზავრების წინ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში მყოფი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესტონეთში მიემგზავრება. დავით ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ესტონეთში 2 საკონტროლო მატჩს გამართავს. 29 ივლისს ბელარუსის 18-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 31-ში - ესტონეთს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 9-დან 19 ივლისის ჩათვლით იასპარეზებს. ტურნირს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინძელ ბოსნიასთან, პორტუგალიასთან, ჰოლანდიასა და ბელგიასთან მოხვდა. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა. A დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

ოჯახური მიზეზების გამო ესტონეთში ვერ მიემგზავრება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბექა
ბურჯანაძე. საქართველოს ნაკრები ტალინის ტურნირზე 13 კალათბურთელით იასპარეზებს.

27 ივლისს 18-წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიაში ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც პრესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული