გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ესპანური "კახასოლის" ფორვარდი ბექა ბურჯანაძე 20-წლამდელებს ტალინში ვერ მიჰყვება.
ბურჯანაძემ მარცხენა ხელის ნეკა თითის ძვალი იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე გაიბზარა.
იყო იმედი, რომ ტრავმა ევროპის ჩემპიონატამდე მოუშუშდებოდა, მაგრამ ექიმებმა ბურჯანაზეს 2-კვირიანი დასვენება გამოუწერეს.
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ერთადერთია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, A დივიზიონში ითამაშებს.
კონტინენტის პირველობა 9-დან 21 ივლისის ჩათვლით ტალინში გაიმართება. ჯგუფში ქართველების მეტოქეები საბერძნეთი, გერმანია, ლიტვა და სერბეთი
სულ კი A დივიზიონში 4 ჯგუფი და ჯამში 20 გუნდია. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა, ჩარჩენილი 2-2 გუნდი კი A დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშედება და B დივიზიონში ბოლო 3 გუნდი გავარდება.
საქართველოს ნაკრების კალენდარი
9 ივლისი
გერმანია - საქართველო 15:30
11 ივლისი
საქართველო - ლიტვა 20:00
12 ივლისი
საბერძნეთი - საქართველო 17:45
13 ივლისი
საქართველო - სერბეთი 15:30
gbf.ge