პირველად საგზური 1986 წელს დაბადებულთა თაობამ 2006 წელს მოიპოვა, თუმცა მათ უშუალოდ ევროპირველობაზე თამაში ვერ შეძლეს, რადგან 2007-ში მათი ადგილი ერთი წლით უმცროსებმა დაიკავეს. სწორედ 1987-წლიანთა მიერ ნაჩვენები მე-12 ადგილია ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელი.
2007-ის მერე ორჯერ ვითამაშეთ 20-წლამდელთა მთავარ ევროპულ შეჯიბრებაში (2008, 2012) და ორჯერვე მე-16 ადგილი დავიკავეთ.
2013 წლის სეზონისთვის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 20-მდე გაიზარდა და კიდევ უფრო გაჭირდება თუნდაც 16 გუნდში მოხვედრა. ეს სკეპტიციზმი არ გეგონოთ, რეალობაა: იტალიაში გამართულ ორ ტურნირზეც
წლეულს ესტონეთში დავით უსტიაშვილის კრებული არც სიმაღლით გამოირჩევა და არც ევროპაში გამოწვრთნილი კალათბურთელებით, თუმცა ერთი უდავოა - ნიჭიერი მოთამაშეები არიან შეკრებილნი და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ევროპის ჩემპიონატზე "გასროლა" შეუძლიათ, თუნდაც ისე, იტალიაში, დომეჯეს ტურნირზე რომ მოახერხეს - მეორეადგილოსან უკრაინელებს დამაჯერებლად მოუგეს.
ესტონეთში 20 ნაკრები ოთხ ჯგუფადაა გაყოფილი. თითოში 5 გუნდია. მომდევნო ეტაპზე 3-3 გადის. დანარჩენი 2-2 მეცამეტე-მეოცე ადგილებს გაიყოფს. მეორე ლიგაში უარესი შედეგის მქონე სამი ნაკრები გავარდება.
ასე რომ, ქართველთა პირველი ამოცანა ჯგუფში საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვედრაა. საამისოდ საჭიროა გერმანიის და კიდევ ერთი ნაკრების დამარცხება.
გერმანელებთან იტალიაში ამხანაგურად ვითამაშეთ, ვიგებდით კიდეც, მაგრამ ბოლო პერიოდში დავმარცხდით. მართალია, მაშინ ჩვენს ნაკრებში ბექა ბურჯანაძე თამაშობდა (ტრავმის გამო ევროპაზე ვერ იასპარეზებს), მაგრამ როგორც ზემოთ ნახსენები მატჩის თვითმხილველები ამბობენ, გერმანიის ძლევა შეგვიძლია.
ჩვენს ჯგუფში არიან ევროპის 2012 წლის ჩემპიონი ლიტვა და მეოთხეადგილოსანი სერბეთი. ცხადია, მათთან ქართველებს მოგებას ვერ დავავალდებულებთ, კარგი თამაში და ბოლომდე ბრძოლა კი უნდა მოვთხოვოთ. თუმცა არის იმედის ნაპერწკალი - იქნებ რომელიმე მათგანს უცაბედი ჩავარდნა ეწიოს... მაგრამ ამისი შანსი 99 პროცენტია, რადგან სერბეთისა და ლიტვის დარ გამართულ საკალათბურთო ქვეყნებში თაობათა შორის წყვეტა არ ხდება.
კიდევ ერთი მოწინააღმდეგე საბერძნეთია, რომელსაც ბევრი მაღალი კალათბურთელი ჰყავს და შარშანდელ ევროპირველობაზე მე-8 ადგილი დაიკავა. ძლიერი გუნდი უნდა იყოს.
ბევრს გადაწყვეტს პირველი შეხვედრა: ქართველები 9 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე გერმანელებს შეეჭიდებიან.
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
A ჯგუფი
საქართველო, ლიტვა, სერბეთი,
გერმანია, საბერძნეთი.
B ჯგუფი
შვედეთი, უკრაინა, ხორვატია,
თურქეთი, ჩერნოგორია.
C ჯგუფი
ბულგარეთი, ლატვია, რუსეთი,
ესპანეთი, ისრაელი.
D ჯგუფი
ჩეხეთი, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ესტონეთი
მატჩების განრიგი
9 ივლისი
15:30 საქართველო-გერმანია
22:00 სერბეთი-ლიტვა
10 ივლისი
17:45 ლიტვა-გერმანია
22:00 საბერძნეთი-სერბეთი
11 ივლისი
15:30 გერმანია-საბერძნეთი20:00 საქართველო-ლიტვა
12 ივლისი
17:45 საბერძნეთი-საქართველო
20:00 სერბეთი-გერმანია
13 ივლისი
15:30 საქართველო-სერბეთი
15:30 საბერძნეთი-ლიტვა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ოთარ ფხაკაძე უკანახაზელი 183 ფეირმონტი, აშშ
რევაზ როგავა უკანახაზელი 185 შსს-აკადემია
ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 190 ოლიმპი
ირაკლი მიქელაძე უკანახაზელი 180 ოლიმპი
ნიკა რამიშვილი უკანახაზელი 180 ბათუმი
ლევან გრძელიძე უკანახაზელი 190 ქუთაისი
გიორგი ორმოცაძე ფორვარდი 193 დინამო
კახა ჯინჭარაძე ფორვარდი 193 სოხუმი
გიორგი ცირეკიძე ფორვარდი, ცენტრი 202 ოლიმპი
ლერი კვანტალიანი ფორვარდი, ცენტრი 203 შსს-აკადემია
შოთა გელაზონია ცენტრი 205 დინამო
თემურ ფხაკაძე ცენტრი 201 ოლიმპი
სამწვრთნელო შტაბი
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
მწვრთნელის ასისტენტი: არჩილ ჟღენტი
გუნდის უფროსი: გელა წულაძე
მენეჯერი: შალვა ონიანი
ექიმი: ზურაბ იოსელიანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"