დავით უსტიაშვილის გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: ევროპის ჩემპიონატამდე გუნდის ლიდერი ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა, ხოლო ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი ცირეკიძემ ტვინის შერყევა მიიღო.
ლიდერების გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან 52:74 წააგო. მასპინძლები, რომლებიც ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, A დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან და საქართველოსთან მოგებით ხელსაყრელ სიტუაციაში არიან.
ესტონელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მატჩიც ისე გაილია, საქართველოს წარმატების შანსი არ მისცემია.
პირველ პერიოდში ქართველებმა ლერი კვანტალიანის აქტიურობით მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს და
ქართველთაგან 13 ქულით საუკეთესო ოთარ ფხაკაძე იყო, 10 ქულა დააგროვა რევაზ როგავამ, ხოლო შოთა გელაზონიამ - 6 ქულა და 14 მოხსნა.
ქართველებმა ფარზე ტოლი არ დაუდეს მეტოქეს. საბოლოოდ ორივე გუნდს 46-46 მოხსნა დაუგროვდა, თუმცა ესტონელებმა მეტი სიზუსტით ისროლეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.
ჩვენი საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორე მატჩში ბულგარეთმა დაძაბულ ბრძოლაში - 61:57 დაამარცხა შვედეთი. საქართველოს ნაკრები 16 ივლისს ბულგარეთს, თბილისის დროით 12:15 საათზე ეთამაშება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 15 ივნისი
საქართველო 52:74 ესტონეთი
16-20, 12-22, 7-17, 17-15
gbf.ge