გადახედეთ მეოთხედების ანგარიშებს და დარწმუნდებით, რომ თანაბარ ბრძოლაში ქართველებს გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა ცუდად ჩატარებული მეოთხე პერიოდის გამო მიზანს ვერ მიაღწიეს.
მეოთხე რაუნდში ბელგიელებმა 20:7 გვაჯობეს.
ჩვენი გუნდის სნაიპერი ლევან გოგალაძე გახდა, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო, ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა შეასრულა: 12 ქულა, 15 მოხსნა. ბელგიელებს კი გამარჯვებისკენ ტომას აკიაზილი გაუძღვა - 23 ქულა.
1 აგვისტო. ლიეჟი, ბელგია
ბელგია-საქართველო 67:61
13:19, 22:18, 12:17, 20:7
ბელგია: აკიაზილი (23ქ),
საქართველო: ალიევი, კერესელიძე (3ქ), გოგალაძე (14ქ, 6მ), ცქიფურიშვილი (2ქ), ლომიძე (9ქ), თვალაბეიშვილი (2ქ), ცირეკიძე (5ქ), გოგობერიშვილი (6ქ), ისიანი (12ქ, 15მ, 6დ), გიორგაძე (4ქ, 11მ, 3ჩ), სხირტლაძე (2ქ), აფხაზავა (2ქ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"