საქართველოს 16-წლამდელები 7 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 7 აგვისტოს, გამთენიისას ბოსნიაში მიემგზავრება, სადაც 8-18 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება.

სარაევოში შეკრებილი 22 ნაკრები იმ 3 საგზურისთვის იბრძოლესბს, რომელიც მათ მომავალ წელს ელიტარულ, A დივიზიონში თამაშის უფლებას მისცემს.

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები ნაყოფიერად მოემზადა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა 9 საკონტროლო მატჩი გამართეს, საიდანაც 6 მოიგეს.

ქართველები ესტონეთს (56:76, 61:43), ბულგარეთს (63:62, 69:67) და ჰოლანდიას (68:65, 51:85) ორ-ორჯერ შეხვდნენ , ხოლო ლიეჟის საერთაშორისო ტურნირზე ბელგიას (61:67), პორტუგალიას (78:75) და შვეიცარიას (91:62) დაუპირისპირდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე
საქართველო D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ბელარუსი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია იქნებიან.

გათამაშების სისტემა ასეთია: თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა და I-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს. ჯგუფში 2-3 ადგილზე გასულები კი 9-16 ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

6 აგვისტოს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დრო).

8 აგვისტო, 17:30
საქართველო-ჩეხეთი

9 აგვისტო, 18:15

უნგრეთი-საქართველო

10 აგვისტო, 22:00

საქართველო-ლუქსემბურგი

11 აგვისტო, 19:30

ბელარუსი-საქართველო

12 აგვისტო, 19:30

ავსტრია-საქართველო

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული