მატჩი გია კაზანჯიანის შეგირდების იერიშებით დაიწყო და მე-12 წამზე გოგობერიშვილმა ანგარიში გახსნა.
პონგომ მალევე წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის მე-5 წუთისთვის ჩვენებურთა უპირატესობა გამოიკვეთა (12:4), თუმცა უნგრელებს 3 წუთი ეყოთ ანგარიშის გასათანაბრებლად და ქულით დასაწინაურებლად.
მე-9 წუთზე ისევ ქართველები დაწინაურდნენ - 19:17 და ორქულიანი უპირატესობა პირველი
მესამე პერიოდის პირველ ორ წუთში უპირატესობას ისევ ჩვენები ფლობდნენ და ანგარიში გახდა 44:33, მე-5 წუთისთვის - 49:39, საბოლოოდ კი მე-3 ათწუთიანი მონაკვეთი მადიარებმა 15:12 მოიგეს.
ცხადი იყო, რომ უნგრელები იოლად არაფერს დათმობდნენ და მატჩის ბედი მე-4 პერიოდში გადაწყდებოდა, თუმცა იმასაც ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ქართველები პაექრობის სადავეებს მეტოქეს გადააბარებდნენ და, ფაქტობრივად, უბრძოლველად შეეგუებოდნენ წაგებას.
ბოლო 10-წუთიანი მონაკვეთი ორივე გუნდმა საკმაოდ ნერვიულად დაიწყო, რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ორი წუთის განმავლობაში ერთი ზუსტი ტყორცნაც კი ვერ განახორციელეს, სამაგიეროდ, მომდევნო 35 წამში ერთბაშად 4-4 ქულით გაზარდეს მონაგარი.
ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ძნელი წარმოსადგენი იყო: გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ბოლო 7,5 წუთში მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდეს (ლომსაძე), უნგრელებმა კი ამ ხნის განმავლობაში 15 ქულას მოუყარეს თავი და 63:59 გაიმარჯვეს...
საქართველო - უნგრეთი 59:63
(21:19, 19:12, 12:15, 7:17)
საქართველო: ალიევი (2), კერესელიძე (4), ქვარაია, გოგალაძე (9), ცქიფურიშვილი (2), აფხაზავა (2), ლომიძე (21), თვალაბეიშვილი, ცირეკიძე (10), გოგობერიშვილი (6), ისიანი (3), გიორგაძე.
უნგრელთაგან გამოირჩნენ პონგო (13), ხორვატი (10), კერეშტი (8).
9 აგვისტოს ჯგუფის ორი დანარჩენი შეხვედრა ასე დასრულდა: ჩეხეთი-ავსტრია 86:49 (16:16, 22:12, 20:4, 28:17), ბელარუსი-ლუქსემბურგი 61:67 (15:24, 12:7, 21:13, 7:11, 6:12).
სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ: ჩეხეთი-4 (138:100), უნგრეთი-4 (154:113), ავსტრია-3 (115:137), ლუქსემბურგი-3 (121:152), საქართველო-2 (110:115), ბელარუსი-2 (112:133).
10 აგვისტოს ითამაშებენ: ავსტრია-უნგრეთი, ჩეხეთი-ბელარუსი, საქართველო-ლუქსემბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"