ქართველებმა მასპინძლებს საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს. საწყისი პერიოდი ტუღუშის გუნდმა 29:8 მოიგო, მეორეში კი 22:9 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 35-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცეს და საბოლოოდ იოლ გამარჯვებას მიაღწიეს.
ქართველთაგან ყველაზე მეტი, 22 წუთი გუნდის ყველაზე
ქართველებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და დღეს პირველი ჯგუფის გამარჯვებულ თურქეთს შეხვდებიან. თურქები ჯგუფის ბოლო მატჩს დღეს კვიპროსთან გამართავენ, თუმცა საწყის შეხვედრებში რუმინეთისა და უნგრეთის განადგურებით პირველობა განაღდებული აქვთ.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა:
"მივულოცავ ჩვენს გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე პირველ გამარჯვებას. მართალია, დღევანდელი მეტოქე სუსტი იყო, თუმცა გამოცდილების მისაღებად და მომავალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო.
ხვალ ტურნირის უდავოდ გამორჩეულ, თურქეთის ნაკრებს ვხვდებით. ეს ის გუნდია, გასულ ზაფხულს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რომ ითამაშა. თურქებს მეტი გამოცდილება აქვთ და სიმაღლეშიც პრობლემას არ განიცდიან. მათთან დაპირისპირებაში ჩვენი ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასაგებად გავალთ თამაშზე. ჩვენი გუნდი მაქსიმუმს ეცდება და ძლიერ მეტოქეს ღირსეულად შეებრძოლება".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით