სუპერლიგა 2016/17. XX ტური: ოლიმპიური სიმშვიდით

AutoSharing Option
5 მარტს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XX ტურის შეხვედრები გაიმართა.

5 მარტი, თბილისი
სოხუმი-ბათუმი 75:64
13:20, 26:12, 18:14, 18:18
სოხუმი: კვეტენაძე (5ქ, 7მ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (6ქ), ბოქოლიშვილი (9ქ), ზაქრაძე, ჯგერენაია (4ქ, 3ჩ), დ. ბარბაქაძე (12ქ), ლათანი (10ქ, 9მ, 6პ), ბულიავა (4ქ), ტიშენკო (19ქ), ზაბირჩენკო (4ქ, 5პ), ვუდსონი (2ქ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (15ქ, 5მ), ლეჟავა (7ქ), ლ. რევაზაშვილი, თენიეშვილი, კრივცოვი (16ქ, 10მ, 3ჩ), რამიშვილი (5ქ, 4ჩ), მაისურაძე (5ქ), შემოსიუკი (16ქ, 7მ, 3ჩ), მ. რევაზაშვილი.
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი.

გადამწყვეტი. მეორე
პერიოდის ბოლოს იფეთქა სოხუმელთა უკანახაზელმა მერაბ ბოქოლიშვილმა, ერთმანეთის მიყოლებით 2 ორქულიანი, 1 სამიანი ჩააგდო და თანაგუნდელები 39:32 დააწინაურა. მას მერე "ბათუმი" ბევრს ეცადა, მეტოქე დიდი სხვაობით წინ აღარ გაუშვა, თუმცა ვერც დაეწია...

სტატისტიკა არ ტყუის. რადგან ბათუმელები კარგად მისდევდნენ მასპინძლებს, არც ციფრებში დაფიქსირებულა დიდი სხვაობა. ერთია მხოლოდ: "სოხუმმა" ორქულიანები გაცილებით აკურატულად სტყორცნა - 39-დან 21 ჩააგდო, "ბათუმმა" 40-დან 15.

გამორჩეული. 19 ქულით ბომბარდირი უკრაინელი სოხუმელი ალექსანდრ ტიშენკო გახდა, რომელმაც 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ნამატჩევს
ვიტალი ჩერნი ("სოხუმის" მწვრთნელი):
- გუნდის წევრებმა კარგად შეასრულეს მიცემული დავალებები. იყო შეცდომებიც, მაგრამ მათი გამოსწორება დროულად მოვახერხეთ. მადლობა ქომაგებს, რომლებიც მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს. სამუშაო პროცესი გრძელდება, ჩვენი მიზანია, თამაში კიდევ უფრო დავხვეწოთ.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მწვრთნელი):
- ვერ გვეხმარება კრის ფელჩერი, რაც ჩვენს თამაშზე დადებითად არ ისახება. ტრავმები და პრობლემები გვაქვს, სამწუხაროდ, რეგულარულის დასრულებამდე დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება. შეხვედრის მნიშვნელოვან მომენტებში მეტოქემ ჩვენზე უკეთ ითამაშა.

5 მარტი, თბილისი
დინამო-რუსთავი 87:62
28:22, 17:16, 19:8, 23:16
დინამო: ვონი (18ქ, 6მ, 6პ), გრძელიძე, ღურწკაია (5ქ), ლონდარიძე (10ქ, 5მ, 3ჩ), მაჩალძე, ფაცაცია (13ქ, 5მ, 4პ), ჭოჭუა (5ქ, 5მ), მარავიჩი (19, 8მ), გ. რევაზაშვილი (2ქ), ბერიშვილი (9ქ, 6მ, 3პ), გოგოძე (6ქ).
რუსთავი: ხმელიძე (5ქ), ქიტოშვილი (2ქ), ლორთქიფანიძე, ლი (7ქ, 10პ), წიქარიშვილი (2ქ), ჩაჩანიძე (10ქ), ათუაშვილი (10ქ, 7მ, 3დ), კასპერბაუერი (6ქ, 8მ), გუგავა (2ქ), სპანოლო (9ქ, 5მ), ურიდია (2ქ), ბრიგსი (7ქ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, დ. ბერეკაშვილი.

გადამწყვეტი.
მესამე პერიოდის მეორე წუთზე "დინამო" 4 ქულის სხვაობით იგებდა (45:41), რის შემდეგაც მეოთხედი ისე დასრულდა, რუსთაველებმა მხოლოდ 5 ქულა ჩააგდეს, დინამოელები კი მეოთხე რაუნდს 64:46-ით შეხვდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის. "რუსთავმა" 18 შეცდომა დაუშვა, "დინამომ" - 9. თბილისელებმა კარგად ისარგებლეს სტუმართა შეცდომებით და ერთბაშად 26 ქულა ჩააგდეს სწრაფი გარღვევების შედეგად. "რუსთავმა" კი ასეთი 11 ქულა მოაგროვა.

გამორჩეული. საქართველოს ჩემპიონატის 2013 წლის საუკეთესო კალათბურთელმა დეონტა ვონმა დიდი წვლილი შეიტანა დინამოელთა გამარჯვებაში. მან 18 ქულას 6-6 მოხსნა-პასი მიამატა. სროლის სიზუსტეც მშვენიერი ჰქონდა: 5/4 ორქულიანი, 6/3 სამიანი, 1/1 საჯარიმო.

ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):
- გვქონდა შეცდომები, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეტოქეს ვაძლევდით სივრცეებს, რასაც "რუსთავი" კარგად იყენებდა. შემდეგ მოვახერხეთ დაცვაში მჭიდრო თამაში, მეტოქე ერთი-ერთზე კარგად დავიჭირეთ და ეს შედეგშიც აისახა. ეს იყო და ეს.

5 მარტი, თბილისი
მგზავრები-ქუთაისი 88:75
11:20, 26:26, 25:19, 26:10
მგზავრები: ფხაკაძე (19ქ, 3პ, 4ჩ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (14ქ, 4პ, 3ჩ), ტურძელაძე, ტეილორი (8ქ, 5მ, 3პ), მერფი (13ქ, 11მ, 2დ), ალენი (16ქ, 3პ, 3ჩ), რენსომი (18ქ, 6მ, 6პ).
ქუთაისი: ბოისა (12ქ), ცეკვავა (11ქ), ფაშაევი (3ქ, 4პ), ბაბუნაშვილი (10ქ), ქადარია (8ქ, 10მ), ცინცაძე (14ქ, 6მ, 6პ), გ. ბარბაქაძე (4ქ), ლომოური (6ქ), ბექაური (7ქ, 5მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

გადამწყვეტი. "მგზავრები" ფავორიტთა რისხვად იქცნენ, ჯერ მანამდე უძლეველ "დინამოს" აჯობეს, ახლა მეორეადგილოსანი "ქუთაისი" დაამარცხეს. საფინალო სირენამდე 9 წუთით ადრე ქადარიამ ორქულიანი ჩააგდო და "ქუთაისს" სამქულიანი უპირატესობა მოუპოვა. ამას მოჰყვა ფხაკაძის სამქულიანი, მერფის ორი ორქულიანი (71:67) და "მგზავრებმა", როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საბოლოოდ შემოატრიალეს თამაშის ბედი სათავისოდ.

სტატისტიკა არ ტყუის. გუნდებმა თანაბარი სიზუსტით სტყორცნეს საჯარიმოები - 83%. თუმცა რაოდენობაში იყო დიდი სხვაობა: "მგზავრებმა" 29-დან 24 ჩააგდეს, "ქუთაისმა" - 6-დან 5.

გამორჩეული. "მგზავრების" უკანახაზელ კაჰიმ რენსომს ზუსტად ისეთი სტატისტიკა ჰქონდა, როგორიც დინამოელ დეონტა ვონს: 18 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი. მატჩის ბომბარდირი კი ოთარ ფხაკაძე გახდა - 19.

ნამატჩევს
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მწვრთნელი):
- ჩვენი მიზანი თავის გადარჩენა და სუპერლიგაში დარჩენაა. დღვანდელი გამარჯვება ამ მხრივ დიდად დაგვეხმარება, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები გველის. არავინ იცის, რა ამბები დატრიალდება მეოთხე წრეში.

კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- ორი თამაში ვითამაშეთ. ვგულისხმობ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ტაიმს. პირველ ტაიმში გუნდი კარგად ასრულებდა მწვრთნელის დავალებას, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მეორეში სრულიად მოვიშალეთ. აქამდე მცირე შანსი გვქონდა პირველობის, ახლა, ფაქტობრივად, შანსი აღარ დაგვრჩა. ჩემპიონატი გრძელდება, ჩვენ კი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ თამაში.

5 მარტი, თბილისი
ოლიმპი-კაკტუსი 90:46
24:8, 21:18, 22:15, 23:5
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (8ქ), ბურნეთი (21ქ, 7მ, 4პ), ბოლქვაძე (8ქ, 5მ, 3პ), როგავა (16ქ, 8მ, 3პ), გეგი ბაქრაძე (10ქ), მიქელაძე (12ქ, 3პ), მასხულია (2ქ), პიჩფორდი (10ქ, 13მ, 3პ), შლიცერი (3ქ).
კაკტუსი: ხუციშვილი, უაითი (6ქ, 4პ), ჩიკვილაძე (13ქ), ჩლაიძე (3ქ, 2დ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (12ქ, 7მ, 2დ), ამონაშვილი, ბააკაშვილი (5ქ, 8მ), დ. ლომიძე (3ქ), ფლოვიესი (4ქ, 10მ), ნ. ლომიძე.
მსაჯები: ი, ბერიშვილი, მ. ვართანოვი, ზ. მაჩალაძე

გადამწყვეტი. "მგზავრების" "ქუთაისთან" გამარჯვება დიდი მოულოდნელობა იყო. ასევე მოულოდნელი გახლდათ "ოლიმპსა" და "კაკტუსს" შორის დაფიქსირებული სხვაობა - 44 ქულა. შეიძლება ითქვას, აქ ყველაფერი მატჩის დასაწყისში გადაწყდა...

სტატისტიკა არ ტყუის. კვირა "კაკტუსის" დღე ნამდვილად არ იყო - გუნდმა თამაშიდან 64 ტყორცნა შეასრულა და ოდენ 14 ჩააგდო!

გამორჩეული. ტრე ბურნეთმა იმაზე მეტი სამქულიანი ჩააგდო (4-დან 3), რამდენიც მთლიანად "კაკტუსმა" (2) და 21 ქულამდე ავიდა. ვიცე-ბომბარდირი რევაზ როგავა გახდა - 16 ქულა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ოლიმპმა" არა ერთი თუ ორი კალათბურთელის, არამედ გუნდური თამაშის წყალობით მოიგო.

ნამატჩევს
ლეონიდ ივატინი ("ოლიმპის" მწვრთნელი):
- კარგად გავუმკლავდით "კაკტუსის" მთავარ სნაიპერებს და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი მატჩის მოგების საქმეში.

არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მწვრთნელი):
- გვქონდა ოთხეულში მოხვედრის ილუზია. ვთვლი, რომ ამ თამაშით ჩემი გუნდი არ არის ღირსი, ნახევარფინალში ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული