სუპერლიგასაც შემოერია სიცხარე - ეს, განსაკუთრებით, "დინამო"-"რუსთავის" მატჩებისას იგრძნობა. თბილისში გამართული ორი შეხვედრის შემდეგ სერიაში ანგარიში თანაბარია და მომდევნო მატჩებისთვის გუნდები რუსთავში გადაინაცვლებენ. იქ ჩვენი "აჯიკა" კიდევ უფრო გამწარდება, მოთამაშეებს კი არა, ქომაგსაც კი შეიძლება შუბლზე სიცხარისგან ოფლი მოადგეს, მაგრამ როგორც იტყვიან, "ჩიტი ბრდღვნად ღირს".
ვინ იცის, კიდევ როდის მოგვეცემა ასეთი დაძაბული ნახევ
ნახევარფინალის მეორე წყვილში "შსს აკადემიამ" "ბათუმს" მეორე მატჩიც მოუგო და ერთი გამარჯვებაღა აშორებს ფინალამდე. მომდევნო შეხვედრა ბათუმშია და შაბათს გამოჩნდება, შინ რა ძალას წარმოადგენს "ბათუმი".
14 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ბათუმი 95:83
32:21, 20:22, 21:20, 22:20
შსს აკადემია: ბერიშვილი (3ქ, 8მ), მეტრეველი (20ქ, 5მ), როგავა (10ქ, 6მ, 6პ), ჩიკვილაძე (6ქ), ცინცაძე (15ქ, 8პ), შარაბიძე (16ქ, 6მ, 2დ), წივწივაძე (17ქ, 5პ), ლომოური (8ქ).
ბათუმი: იანგი (17ქ, 6პ, 5მ), რამიშვილი (6ქ, 5მ), მიქელაძე (14ქ), ელიაშვილი, ლ. რევაზაშვილი (3ქ), კელოგი (18ქ, 5მ, 5ჩ), ფელჩერი (25ქ, 12მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.
სერიაში ანგარიშია 2:0
გადამწყვეტი
მეტისმეტად რთული აღმოჩნდა ამ მატჩში საკვანძო ეპიზოდის პოვნა, ეპიზოდისა, როცა "შსს აკადემიამ" გამარჯვებულის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. რატომ? იმიტომ, რომ "აკადემიკოსებმა" პირველივე ტაიმში დაიბევეს უპირატესობა, 15 ქულითაც დაწინაურდნენ და ბათუმელთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ზღვისპირელები 6 ქულაზე მეტად არ მიიახლოვეს.
კოტე ტუღუშის შეგირდებს მთელი მატჩის განმავლობაში სერიოზული ჩავარდნა არ მოსვლიათ, რაც უმთავრესად გამოცდილების "ბრალია".
რას გვეუბნება სტატისტიკა?
მატჩი 40 წუთს გრძელდება. 38:46 წუთის განმავლობაში წინ "შსს აკადემია" იყო და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
გამორჩეული
ბევრისთვის მოულოდნელად, ბათუმელმა ბობ ჯინ იანგმა ბომბარდირის "მანტია" მოიხსნა და თავის თანაგუნდელ კრის ფელჩერს გადააბარა, რომელმაც 25 ქულას 12 მოხსნა მიამატა. უმთავრესად, სწორედ მისი დამსახურებაა, ზღვისპირელებმა ფარქვეშ დიდი სხვაობით რომ არ დათმეს.
გამარჯვებულთაგან 10-ზე მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, მთლიანად გუნდს კი 25 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.
ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
- მთავარი მისია შევასრულეთ - ორი საშინაო თამაში მოვიგეთ. ხარვეზები და შეცდომები გვქონდა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება, ჩვენი მეტოქე სერიოზული გუნდია და გვაიძულებს, შეცდომები დავუშვათ. საშინაო მოედანზე გულშემატკივართან ერთად "ბათუმი" სულ სხვა გუნდი იქნება.
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
- წინა მატჩთან შედარებით, უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა მაინც უამრავი ხარვეზი გვქონდა. შსს-სთვის 2:0 უკვე სერიოზული ჰანდიკაპია, მაგრამ ვეცდებით, ბათუმში უკეთესად ვითამაშოთ. ვფიქრობ, დაძაბული შეხვედრა იქნება.
14 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
დინამო-რუსთავი 73:65
12:16, 24:20, 18:9, 19:20
დინამო: გამყრელიძე (16ქ, 12პ), ბ. ლეჟავა (21ქ), ვახანია (4ქ, 4პ), ლონდარიძე (13ქ, 11მ), დიდია (7ქ), მათიაშვილი (3ქ), ორმოცაძე (3ქ), შერმანი (6ქ, 15მ), ბაბუნაშვილი.
რუსთავი: ჰამსი (7ქ, 5მ), ცეკვავა (9ქ, 6პ), ოგლესბი (22ქ), აბაიშვილი (5ქ), ჩაჩანიძე (6ქ), ყველაშვილი, ხმელიძე, ტუჯანი (2ქ, 9მ, 3პ), დვალიშვილი (14ქ, 14მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
სერიაში ანგარიშია 1:1
გადამწყვეტი
მატჩს ტრიბუნებიდან თვალს რუსთაველი მიხეილ ჭოჭუა ადევნებდა, რომელმაც წინა დღით კოჭი იტკინა და ჯერ ხელჯოხის დახმარებით დადის. მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იყო "რუსთავისთვის", თუმცა დღეს მარჩიელობას არ უნდა მოვყვეთ - მისა დახმარებით თუ უმისოდ, რა შედეგს მიაღწევდნენ ქვემოქართლელები.
დანაკლისი აქვს "დინამოსაც" - ვერ ეხმარება ხორვატი მარკო პოპოვიჩი. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქრონოლოგიაზე და გავარკვიოთ, როდის, რა პირობებში გადაწყდა მატჩის ბედი.
მეოთხე პერიოდის დასაწყისში "დინამომ" 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. წინასწარ ცხადი იყო, რომ "რობინ ჰუდ" რუსთაველებთან მატჩისას ეს დასამშვიდებელი ფორა არ იყო, თუმცა დინამოელები ფარქვეშ იმდენად კარგად თამაშობდნენ, სხვაობას კიდევ უფრო გაზრდიდნენ, რომ არა ჟულივეტ ტუჯანი. მისი მოედანზე დაბრუნების შემდეგ "რუსთავმა" ფარქვეშ დაცვაში თამაში აშკარად გამოასწორა.
ლონდარიძესა და შერმანს კარგად დაუდგნენ ტუჯანი და დვალიშვილი. "რუსთავმა" სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ეს საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მოხდა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ, ისევ და ისევ ფარქვეშიდან ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ქულა ჩააგდეს ლონდარიძემ (პლუს საჯარიმო), დიდიამ და 5:0 გაქცევით ტაბლოზე 66:60 დააფიქსირეს.
დარჩენილ ორ წუთში რუსთაველმა ოგლესბიმ სამქულიანი კი ჩააგდო, მაგრამ გამარჯვება მაინც "დინამოს" დარჩა.
რას გვეუბნება სტატისტიკა?
ნამატჩევს ქვემოქართლელთა მეორე მწვრთნელმა ბადრი კიკვიძემ გვითხრა: "ჩვენმა გუნდმა მთელი 40 წუთის განმავლობაში 5 საჯარიმო სტყორცნა, ხუთივე პირველ ტაიმში. მეტოქემ - 27. ამას უბრალო მინიშნებისთვის ვამბობ".
რუსთაველები მსაჯობით აშკარად უკმაყოფილონი იყვნენ... 5 საჯარიმო მართლაც ცოტაა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ "დინამოს" მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა:
- "დინამო" ფარქვეშიდან შეტევებით ცდილობდა ქულების მოპოვებას, "რუსთავი" პერიმეტრიდან ბევრს სტყორცნიდა, 39 სამქულიანი ისროლა. აქედან გამომდინარე, ალოგიკური სულაც არ არის, ჩემმა გუნდმა მეტი საჯარიმო რომ ისროლა.
გამორჩეული
აკაკი დვალიშვილმა (14 ქულა, 14 მოხსნა) გარიკ შერმანს 6-ზე მეტი ქულა არ ჩააგდებინა, თუმცა ფარქვეშ კარგად იტრიალა ილია ლონდარიძემ (13 ქულა, 11 მოხსნა).
ბესიკ ლეჟავა და ტერენს ოგლესბი ერთმანეთს მატჩის ბომბარდირობაში გაეჯიბრნენ: ბესოს 21 მოუგროვდა, ტერენსს - 22.
თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე სასარგებლო ორმაგი დუბლის ავტორი "დინამოს" გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე გახდა. მან 16 ქულას 12 შედეგიანი გადაცემა მიამატა.
14 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
მგზავრები/არმია-დინამო 74:70
14:14, 21:25, 21:13, 18:18
მგზავრები-არმია: ჯექსონი (10ქ, 4პ), ს. ლეჟავა, ჩაჩიბაია (12ქ), მაისურაძე, ბოქოლიშვილი (18ქ), ზაქრაძე, ათანელიშვილი (5ქ, 12მ), მაკქინი (14ქ, 12მ), ჯინჭარაძე (14ქ, 6მ), იოსელიანი (1ქ).
ოლიმპი: გუგეშაშვილი (2ქ), კვანტალიანი (2ქ), ლობჟანიძე (9ქ), აბულაძე (12ქ, 6პ), კოკა ტომარაძე (6ქ), ბაქრაძე (4ქ), კახა ტომარაძე, გოგოძე (17ქ), მირზიაშვილი, დუიკოვიჩი (16ქ, 15მ), ცირეკიძე (2ქ, 5მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
სერია მოიგო "მგზავრებმა" - 2:0
15 მაისი
ქუთაისი
15:00 ქუთაისი-სოხუმი
16 მაისი
ბათუმი, სასპორტო სკოლა
18:00 ბათუმი-შსს
რუსთავი, ქიმიკოსები
18:00 რუსთავი-დინამო
17 მაისი
თბილისი, აკადემია
15:00 სოხუმი-ქუთაისი
ბათუმი, სასპორტო სკოლა
18:00 ბათუმი-შსს*
რუსთავი, ქიმიკოსები
18:00 რუსთავი-დინამო
19 მაისი
თბილისი, სპორტის სასახლე
14:00 შსს-ბათუმი*
16:00 დინამო-რუსთავი*
* - თუ საჭირო გახდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"