სუპერლიგის III ტური "ქუთაისმა" "რუსთავთან" მოგებით გახსნა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-3 ტურმა სტარტი 30 ოქტომბერს, ქუთაისში აიღო.

იმერეთის მთავარ ქალაქში სათამაშოდ "რუსთავი" ჩავიდა, რომელსაც ეროვნული ნაკრების კანდიდატი ბექა წივწივაძეც დაემატა და შესაბამისად, ბრძოლაც საინტერესო უნდა შემდგარიყო. დაძაბულობა იყო, თუმცა პირველ ტაიმში. მესამე მეოთხედიდან მასპინძლებმა თამაში დაალაგეს, უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე დაძაბულობის გარეშე მივიდნენ - 86:75.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 12 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა იმერლებისთვის ზაურ ფაშაევმა გაიღო. რუსთაველთაგან 19 ქულითა და 12 ქულით სერბი ნიკოლა გაჩეშა გამოირჩა.

სუპერლიგის მე-
3 ტურის დარჩენილი 3 მატჩი დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული