სუპერლიგა. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტურის მოვლენა
მგზავრული
ორიოდე წლის წინათ "სოხუმის" ახალგაზრდულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. გამარჯვებაში ლომის წილი კახა ჯინჭარაძემ შეიტანა. "მგზავრების" მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმაც "სოხუმში" დაიწყო სამწვრთნელო კარიერა...

სუპერლიგის მე-6 ტურში კი სწორედ კახას და ბუბას მონდომებით "მგზავრებმა" ჩემპიონატის ფავორიტთაგანი "სოხუმი" დაამარცხა და ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი ცხრილის სათავიდან ერთი საფეხურით ქვემოთ დაუშვა.

"მგზავრების" გამარჯვება სენსაცია იყოო, შეიძლება ვთქვათ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონში ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარია და აქამდეც დაგვიწერია - ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამ
არცხება.

ბევრი, ალბათ, არც "ბათუმის" "ქუთაისთან" გამარჯვებას ელოდა, მაგრამ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა, უმთავრესად გუნდური თამაშით, იმერლებს 4 ქულის სხვაობით აჯობეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

ტურის მოთამაშე
კახა ჯინჭარაძე
სათაურიც მიგახვედრებთ, რომ ტურის კალათბურთელი კახა ჯინჭარაძე გახდა, რომელიც ახალგაზრდული ასაკიდან ზრდასრულებში გადასვლის შემდეგ საუკეთესო სეზონს ატარებს და "მგზავრებსაც" კარგად მიუძღვის.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში მან 35 წუთი ითამაშა, 30 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. კახამ სოხუმელებს გაახსენა, რომ კარგად შეუძლია ყველა დისტანციიდან ტყორცნა: 10-დან 9 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

გადახედეთ სუპერლიგის მექულეთა ჩამონათვალს - კახა მეორე პოზიციაზეა. მის ანგარიშზე საშუალოდ 22 ქულაა. მხოლოდ რუსთაველ ნიკოლა გაჩეშას (22.17) ჩამორჩება.

ტურის რიცხვი
31
მე-6 ტურამდე სუპერლიგის წლევანდელი სეზონის სნაიპერი (ერთი მატჩის მიხედვით) გაჩეშა (28 ქულა) იყო, თუმცა მას ერთდროულად ორმა კალათბურთელმა გაასწრო - "მგზავრები"-"სოხუმის" დაპირისპირების მონაწილეებმა: კახა ჯინჭარაძემ და ფილიპ მილერმა.

პირველმა 30 ქულა რომ მოაგროვა, კარგად იცით, მილერმა ჯინჭარაძეზე ერთით მეტი ჩააგდო და 31 ქულით ჩემპიონატის სნაიპერად იქცა.

VI ტური
ბათუმი-ქუთაისი 66:62
მგზავრები-სოხუმი 92:88
დინამო-ოლიმპი 55:67
რუსთავი-აკადემია 95:75

სტატისტიკური ლიდერები, რეკორდები
ქულა
31 - ფილიპ მილერი (სოხუმი)
მგზავრები-სოხუმი

მოხსნა
22 - აკაკი დვალიშვილი (ბათუმი)
ოლიმპი-ბათუმი

პასი
11 - ირაკლი მიქელაძე (ბათუმი)
ბათუმი-რუსთავი

ჩაჭრა
7 - ლევან ცეკვავა (ქუთაისი)
ქუთაისი-აკადემია

დაფარება
7 - კაელ ტურპინი (სოხუმი)
რუსთავი-აკადემია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული