16 დეკემბერი, თბილისი
სოხუმი-აკადემია 95:69
23:21, 29:14, 19:22, 24:12
სოხუმი: მილერი (21ქ, 6ჩ), გ. ბაქრაძე (8ქ, 3პ), გლოვერი (8ქ, 6მ, 3პ), ალხანაიძე (7ქ), კვეტენაძე (10ქ), ჯგერენაია (15ქ, 3პ), ათუაშვილი (11ქ, 7მ), ფაცაცია (8ქ, 11მ, 11პ, 3ჩ), დვალიშვილი (5ქ), მირზიაშვილი (2ქ), ი. ლომიძე, მეგენეიშვილი.
აკადემია: თევდორაშვილი, ბრიგსი (18ქ, 7მ, 3პ, 3ჩ), ს. ლეჟავა (2ქ, 4პ), კოკა ტომარაძე (11ქ), პულუზაშვილი,
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, მ. ვართანოვი.
მატჩის ზოგადი სურათი "აკადემიის" მთავარმა მწვრთნელმა გელა წულაძემ წარმოგვიდგინა:
"ჩვენმა გუნდმა მომზადება შედარებით გვიან დაიწყო და ამის გამო მოთამაშეები ფიზიკურად სასურველ ფორმაში არ არიან. ამიტომაც სწრაფ გუნდებთან გვიჭირს, ფეხს ვერ ვუბამთ და ასე იყო "სოხუმთანაც". მეტოქემ ძირითადად სწრაფ თამაშში გვაჯობა".
"აკადემიის" კალათბურთელებს სოხუმელებმა ერთბაშად 25 შეცდომა დააშვებინეს, რაც საკმარისზე მეტია. შედეგად, "სოხუმმა" მეტოქის შეცდომების გამო 27 ქულას მოუყარა თავი.
გამარჯვებულთა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ წინა ტურში წაგება გაიხსენა:
"ოლიმპთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და ამის გამო მეათე ტურში შეხვედრის დათმობის უფლება აღარ გვქონდა. ვინც უნდა ყოფილიყო მეტოქე, ჩვენი გუნდი ისეთ ფსიქოლოგიურ განწყობაზე იყო, რომ ნებისმიერს დაამარცხებდა. ფინანსურ პრობლემებს განვიცდით და ველოდებით ახალი წლის დადგომას, რათა ვითარება ახალი ბიუჯეტიდან შემოსული ფინანსებით გამოსწორდეს".
16 დეკემბერი, თბილისი
მგზავრები-დინამო 63:84
14:20, 17:22, 16:24, 16:18
მგზავრები: გაგუა (3ქ), იოსელიანი (4ქ), საური, ჯინჭარაძე (14ქ, 9მ), გრძელიძე (6ქ), ცირეკიძე (8ქ, 6მ), ლომინაშვილი (7ქ), ქავთარაძე (2ქ), ორმოცაძე, რენსომი (11ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), მერფი (8ქ, 7მ).
დინამო: შარაბიძე (29ქ, 6მ, 2დ), ნ. ბაქრაძე (2ქ), ბოლქვაძე (2ქ), უილიამსი (13ქ, 8პ, 5მ), სანაძე (3ქ), ვახანია, მაჩალაძე (4ჩ), შვანგირაძე (6ქ, 3პ), ბერიშვილი (10ქ, 6მ, 3პ), გოგოძე (12ქ), მაკალპი (7ქ), ტატუნაშვილი.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
"ეს საშინელება იყო. არ ვიცი, რა მოხდა, რის გამო ვერ მოახერხა ჩემმა გუნდმა ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. ვარჯიშზე სულ სხვა განწყობა და სამზადისი იყო, თუმცა თამაშზე საპირისპირო შედეგი მივიღეთ", - აღნიშნა "მგზავრების" მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა. მისი გუნდი დინამოელებს პირველივე წუთებზე ჩამორჩა და სიტუაციის გამოსწორება ვერც შემდეგ შეძლო.
რაც შეეხება "დინამოს", მეორე წრე შედეგიანად დაიწყო, ზედიზედ სამი მატჩია მოედანს გამარჯვებული ტოვებს. არადა, მეტოქეები წინა ტურებშიც სერიოზული ჰყავდა: "რუსთავი" და "ბათუმი" (ბათუმში)...
"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ მატჩისშემდგომ კომენტარში ხაზი სტაბილურობას გაუსვა:
"საბედნიეროდ, გრძელდება წარმატებული სერია და უკვე ვატყობ, რომ ბიჭები გადაიღალნენ. ახლა მთავარი ისაა, სტაბილურობა შევინარჩუნოთ. სუპერლიგის გუნდები საკმაოდ ტოლძალოვანნი არიან და საჭიროა ძალების სწორი გადანაწილება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"