დღეს ახალ სპორტის სასახლეში სუპერლიგის ყველა ვარსკლავის მატჩი-აქცია გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 14:00 სთ-ზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკლავის მატჩი-აქცია გაიმართება, რომელშიც ერთბილისისა და რეგიონების გუნდები შეხვდებიან.

თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

სასტრატო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩა, რხოლო გუნდების დანარჩენი 7-7 კალათბურთელი მწვრთნელებმა დაასახელეს. "რეგიონის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუშია, ხოლო "თბილისს" დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს.

ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად გაიმართება "ოლ სტარის" თანმდევი კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში - ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის სამქულიანების მსროლელი საუკეთესო 6 კალათბურთელი და გასული "ოლ სტარის" ანალოგიური კონკურსის გამარჯვებული
აკაკი ლომოური
მიიღებს. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ გახლავთ და მას ყოველთვის ახლავს შოუს ელემენტები. 2016 წლის "ოლ სტარში" სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით იქნება ცნობილი ქართველი შემსრულებელი ბერა, რომელიც აუდიტორიის წინაშე თავისი ჰიტებით წარსდგება.

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული