სუპერლიგა. XVII ტური: ოქროს ტყორცნა NBA-სეულად

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

სუპერლიგა. XVII ტური
13 თებერვალი, თბილისი
ოლიმპი-ბათუმი 101:97 დ.დ.
25:28, 28:16, 17:25, 20:21, 11:7
ოლიმპი: ბაინუმი (10ქ, 5ჩ), აბულაძე (3ქ, 3პ), როგავა (23ქ, 7მ, 5პ), გეგი ბაქრაძე, დიდია (14ქ, 7მ, 4პ), კახა ტომარაძე (11ქ, 5მ), კოსენკოვი (3ქ), ლ. სმიტი (11ქ, 12მ, 3პ, 3დ), ფარღალავა (26ქ, 4პ).
ბათუმი: ბ. ლეჟავა (15ქ, 7მ, 5პ), მიქელაძე (16ქ, 11პ), სტეფანიშინი (21ქ, 9მ 5პ, 2დ), თენიეშვილი, ელიაძე, კრივცოვი (33ქ, 10მ, 4ჩ), დვალიშვილი (12ქ, 14მ, 3პ, 2დ), ფერიაშვილი,
მაისურაძე.
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი.

ასეთი თანაბარი თამაშები სუპერლიგას არ ახსოვს. ოთხი ტურის წინ ჩემპიონატის ლიდერმა "ბათუმმა" აუტსაიდერ "აკადემიასთან" შინ წააგო, ამჯერად კი ბათუმელები ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფმა "ოლიმპმა" დაამარცხა.

თამაში ისე წარიმართა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდებოდა, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ლეონიდ სტეპანიშინის მიჯრით მითვლილი 5 ქულის შემდეგ "ბათუმი" 87:81 დაწინაურდა.

აჭარლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა "ოლიმპი" ბოლომდე არ დანებდა. ძირითადი დროის ბოლო იერიში თბილისელებმა წამოიწყეს, რომლებსაც ანგარიშის გასათანაბრებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდათ (3 ქულას აგებდნენ). მათ პირველი ტყორცნა ააცილეს, თუმცა რეზო როგავამ მოხსნა, პერიმეტრზე ავიდა და საფინალო სირენის თანხლებით სამქულიანი ჩააგდო - 90:90, დაახლოებით ისე, როგორც NBA-ში ხდება ხოლმე.

დამატებით დროში კი "ოლიმპის" კალათბურთელებმა ფსიქოლოგიური უპირატესობაც სათავისოდ გამოიყენეს და ბათუმელთა ლიდერების თამაშს მიღმა დარჩენაც - აკაკი დვალიშვილმა და ირაკლი მიქელაძემ 5-5 ფოლი მიიღეს. 101:97 მასპინძელთა სასარგებლოდ.

13 თებერვალი, თბილისი
დინამო-მგზავრები 86:63
13:17, 24:9, 21:18, 28:19
დინამო: შარაბიძე (14ქ, 5მ), მაილსი (17ქ, 5პ), ლონდარიძე (4ქ, 6მ), მაჩალაძე (4ქ, 5მ), შვანგირაძე (8ქ), ბერიშვილი (13ქ, 6მ, 6პ, 4ჩ), გოგოძე (18ქ), მაკალპი (8ქ, 7მ, 3პ).
მგზავრები:
გაგუა, უილიამსი (2ქ), ჯინჭარაძე (4ქ, 5მ), გრძელიძე (7ქ), კვანტალიანი, ცირეკიძე (7ქ), ლომინაშვილი (23ქ), ორმოცაძე (3ქ), რენსომი (15ქ, 9მ, 5პ), მერფი (2ქ, 9მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.

"დინამომ" "მგზავრების" კალათში 22-დან 12 სამქულიანი მოათავსა, რაც დიღმელთა გამარჯვებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. პერიმეტრიდან ტყორცნებით ნოდარ გოგოძე გამოირჩა, რომელმაც 8 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ეს გამარჯვება ირაკლი ხოშტარიას გუნდს ლიდერ "ბათუმთან" გათანაბრებაში დაეხმარა. ორივეს 11 მოგება და 6 მარცხი აქვს.

13 თებერვალი, თბილისი
აკადემია-სოხუმი 74:89
19:20, 15:22, 19:21, 21:26
აკადემია: სთროუბრიჯი (19ქ, 6მ, 3პ), ს. ლეჟავა (3ქ), კოკა ტომარაძე (5მ, 5პ), ბოქოლიშვილი (16ქ, 2დ), ღურწკაია, ხუციშვილი (3ქ), დარახველიძე (3ქ), გოგნაძე (5ქ, 5მ), ლომოური (12ქ), ლობჟანიძე, პელჩერი (12ქ, 14მ), კრისევიჩი (1ქ, 5მ).
სოხუმი: მილერი (22ქ, 7მ, 3პ, 5ჩ), ა. სმიტი (6ქ, 3პ), გივი ბაქრაძე (11ქ), ალხანაიძე (2ქ), კვეტენაძე (6ქ), ჯგერენაია (12ქ, 10მ, 2დ), ათუაშვილი (15ქ, 14მ), ფაცაცია (13ქ, 5მ, 7პ), მირზიაშვილი, ლომიძე (2ქ), ძიძიგური.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე

სთროუბრიჯისა და პელჩერის დამატების შემდეგ "აკადემიამ" ქუთაისში გაიმარჯვა, თუმცა შაბათს, თბილისში, "სოხუმთან" ვერას გახდა.

სოხუმელთა სამწამიანი ზონა კარგად გაამაგრეს სერგო ათუაშვილმა (15 ქულა, 14 მოხსნა) და გიორგი ჯგერენაიამ (12 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო პერიმეტრიდან მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნეს ლევან ფაცაციამ (4 ჩააგდო) და გივი ბაქრაძემ (3).

შედეგად, "სოხუმი" მეოთხე-მეხუთე ადგილებს "მგზავრებთან" ინაწილებს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას რეგულარული ეტაპის შემდეგ მხოლოდ ოთხი გუნდი განაგრძობს.

12 თებერვალი, ქუთაისი
ქუთაისი-რუსთავი 61:73
11:17, 13:12, 19:25, 18:19
ქუთაისი: ფაშაევი (4ქ), ბოისა (4ქ), მიკულიჩი (14ქ), ბექაური (2ქ, 10მ), მათიაშვილი (6ქ), ბაბუნაშვილი (4ქ), ქადარია (10ქ), ცეკვავა (14ქ), დ. ბარბაქაძე (3ქ), გ. ბარბაქაძე, ჭეიშვილი
რუსთავი: გამყრელიძე (24ქ, 7პ), კაელსი (8ქ, 7მ), ჩაჩანიძე (12ქ), ტურპინი (10ქ, 18მ), გაჩეშა (17ქ, 7მ), ხმელიძე (2ქ), აბაიშვილი, ანთაძე, ადედირანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული