"აკადემიამ" მოიგო ამ გუნდების წინა წრის ბათუმში გამართული მატჩიც, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ გელა წულაძისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი აჭარელებისთვის მეტად უხერხული მეტოქეა. არადა, დღევანდელი მატჩი ზღვისპირელთათვის კარგად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ დავით უსტიაშვილის გუნდი 9 ქულით დაწინაურდა. აკადემიელებმა მეორე პერიოდის შუაწელში თამაში გამოასწორეს, ანგარიში გაათანაბრეს და ბოლო წუთებამდე შეხვედრა ასე ქულა-ქულაში გაგრძელდა.
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო წამები. ქულით ჩამორჩენილმა ბათუმელებმა ბოლო წუთზე შეტევაში ბურთი
გამარჯვებულებს 20-20 ქულით სთროუბრიჯმა და კოკა ტომარაძემ ულიდერეს. "ბათუმში" კი 20 ქულით და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა. იგორ კრივცოვის ანგარიშზე 19 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს "რუსთავი" და "მგზავრები" დაუპირისპირდებიან.
თამაშის დასრულების შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მათავარი მწვრთნელი): "კარგად დავიწყეთ თამაში, ასევე მესამე პერიოდის პირველ ნახევარშიც არაგვიშავდა, თუმცა უპატიებელმა შეცდომებმა მოიტანა ის, რომ დავმარცხდით. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გვქონდა. რამდენიმე ეპიზოდში ფარქვეშიდან, რომ იტყვიან, ჩასაგდები ბურთები ავაცილეთ. "აკადემიამ" დაამტკიცა, რომ მებრძოლი გუნდია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია".
გია კაზანჯიანი ("აკადემიას" მწვრთნელი): მივულოცავ პირველ რიგში ჩემს გუნდს გამარჯვებას. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ბოლო სამი ვარჯიში ამას მივუძღვენით, მოწინააღმდეგის ტაქტიკა გავშიფრეთ. აღსანიშნავია, რომ რაღაც მომენტებში ძალიან ცუდად ვთამაშობდით, თუმცა, დაცვამ გაამართლა და აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას, უბრალოდ ჩვენ "ბათუმზე" მეტად გაგვიმართლა.
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით