პირველ ტაიმს არ ეტყობოდა, რომ მატჩი საბოლოოდ ასე დიდი სხვაობით დასრულდებოდა. "აკადემია" ტოლს არ უდებდა მეტოქეს და ხან გალიდერდებოდა, ხანაც თუ ჩამორჩებოდა - რამდენიმე ქულით. დიდი შესვენება "მგზავრების" 5-ქულიანი ლიდერობით დასრულდა, რის შემდეგაც ბერიშვილის გუნდი მატჩის სადავეებს ბოლომდე დაეპატრონა და ისეთ უპირატესობას დაეუფლა, მატჩის ბედი გადაწყვიტა.
კახა ჯინჭარაძის, კენდალ უილიამსის, კაჰიმ რენსომისა და რეჯი მერფის მექულეობით "მგზავრებმა" მესამე
საბოლოოდ "მგზავრებმა" 91:77 იმარჯვეს და ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს. თუმცა "სოხუმს" ამ ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს და სამშაბათს, ბათუმში ითამაშებს. "მგზავრებს 22 ქულით ჯინჭარაძემ ულიდერა. 21 ქულა დააგროვა უილიამსმა, ხოლო რეჯი მერფიმ (15 ქულა, 12 მოხსნა) და კაჰიმ რენსომმა (14, 12) შეხვედრა ორმაგი დუბლებით დაასრულეს.
მატჩის შემდგომ ორივე მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.
გია კაზანჯიანი ("აკადემიას" მთავარი მწვრთნელი): ფარს ისევ ვაგებთ და ასეთ პირობებში წარმატებაზე ფიქრი ძნელია. საბოლოოდ, მეტოქემ ჩვენზე 17-ით მეტი ბურთი მოხსნა, თამაშის მსვლელობისას კი ამ კომპონენტში 20-ზე მეტით ჩამოვრჩებოდით. სიმაღლეში მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდით, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა და ბრძოლაა საჭირო. 35 წუთის განმავლობაში 1 სამქულიანი გვქონდა ჩაგდებული, რამდენიმე შორი სროლა ბოლოს ჩავაგდეთ. "მგზავრები" ძალიან სწრაფი და შეკრული გუნდია და დღეს დამსახურებულად გაიმარჯვა.
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი): კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში დასახულ გეგმას გადავუხვიეთ და როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში აგვერია, საბოლოოდ მაინც დავლაგდით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი მიზანი უცვლელია, ვაგრძელებთ ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას და იმედი მაქვს, მომავალ მატჩებშიც შევძლებთ ამ მიზნის განხორციელებისთვის საჭირო გამარჯვებების მოპოვებას.
მომზადებულია superleague.ge-ს მხიედვით