"ქუთაისმა" საკუთარ მოედანზე "მგზავრები" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გაიმარჯვა - 85:81 (14:18, 21:18, 22:16, 16:21, 12:8).
მატჩში გამარჯვებულთაგან 17 ქულით ბომბარდირი ივან მიკულიჩი გახდა, ხოლო ძმებმა - დავით და გიორგი ბარბაქაძეებმა ორმაგი დუბლები მიითვალეს. პირველმა 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო მეორემ - 13 ქულა, 13 მოხსნა.
აჭარაში ადგილობრივმა "ბათუმმა" ცხრილში გვერდში მყოფ "დინამოს" 10 ქულის სხვაობით - 84:74 (26:13, 21:22, 16:18, 21:21) სძლია და სატურნირო
ამ მატჩში ბომბარდირობა არავის დაუთმო ლეონიდ სტეპანიშინმა (24 ქულა), აკაკი დვალიშვილმა კი ბათუმელებს 15 ქულა და 9 მოხსნა მიაშველა.
სუპერლიგის 22-ე ტური 19 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გასამართი 2 მატჩით დასრულდება. "ოლიმპი" "აკადემიას" დაუპირისპირდება, ხოლო "სოხუმი" - "რუსთავს".