სუპერლიგა. IV ტური: ჩემპიონი წინ მიიწევს

AutoSharing Option
გადამწყვეტი. ქუთაისის სპორტის სასახლეში, სავსე ტრიბუნების ფონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისმა" "ოლიმპი" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

თბილისელები დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 39:41, ეგ კი არა, მეორე პერიოდში სტუმრები 9 ქულითაც იყვნენ წინ - 26:35, თუმცა თეიმურაზ ბაბუნაშვილის დროული სამქულიანის შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა 11:0 გაქცევა მოაწყო და დაწინაურებაც მოახერხა.

ეს იყო მატჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. მეორე ტაიმში ნაკრების წევრების, გიორგი ცინცაძისა და ანატოლი ბოისას შედეგიანი თამაშის წყალობით "ქუთაისმა" უპირატესობა მოიპოვა და 10 ქულითაც დაწინაურდა,
თუმცა, "ოლიმპი" მარცხს არ შეეგუა და ჩემპიონი საკმაოდ ანერვიულა.

გადამწყვეტი შეხვედრის ბოლო წამები გამოდგა, გეგი ბაქრაძემ და ტრე ბურნეთმა მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს (75:71) და "ოლიმპს" მატჩის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნეს. ამის შემდეგ თბილისელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, თუმცა ცეკვავამ ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

საბოლოო ანგარიში კი ზაურ ფაშაევმა ზუსტი სამქულიანი სროლით დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა სერბმა ცენტრმა დრაგან ტუბაკმა, რომელმაც პარკეტზე 14:22 წუთი დაჰყო და საკუთარ გუნდს 9 ქულით შეეწია.

სტატისტიკა არ ტყუის. მეტოქეებმა ფარქვეშიდან და საშუალო დისტანციიდან ერთმანეთის კალათისკენ 37-37 სროლა განახორციელეს. აქედან ქუთაისელებმა 17 ჩააგდეს, სტუმრებმა კი 16. უპირატესობა ჰქონდა "ქუთაისს" მოხსნებსა (52-38 ის წინააღმდეგ) და სამქულიან სროლებში.

მასპინძლებმა 25 მცდელობიდან 10 სამქულიანი ჩააგდეს, როცა ოლიმპელებმა 36 მცდელობიდან ბურთი მხოლოდ 8-ჯერ მოათავსეს კალათში.

გამორჩეული. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე გახლდათ, რომელმაც 17 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. "ქუთაისში" გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ანატოლი ბოისამ, რომელმაც ამჯერად შეტევებშიც გამოიჩინა თავი და საკუთარ აქტივში 15 ქულა ჩაიწერა.

სტუმართა რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულეს ტრე ბურნეთმა (12ქულა, 10 მოხსნა) და კახა ტომარაძემ (11 ქულა, 11 მოხსნა).

სუპერლიგა. IV ტური
4 ნოემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-ოლიმპი 80:71
22:25, 17:16, 23:16, 18:14
ქუთაისი: ბოისა (15ქ), ფაშაევი (11ქ, 6მ, 6პ), ქადარია (2ქ,6მ), ცინცაძე (17ქ, 6მ, 6პ), ბექაური (7ქ, 9მ), ცეკვავა (9ქ), ბაბუნაშვილი (10ქ), გ. ბარბაქაძე, ლომოური, ტუბაკი (9ქ).
ოლიმპი: ბურნეთი (12ქ, 10მ), როგავა (12ქ, 9მ), გეგი ბაქრაძე (10ქ, 7მ), მიქელაძე (11ქ), ტომარაძე (11ქ, 11მ), გივი ბაქრაძე, ბოლქვაძე (12ქ), ნ. ბაქრაძე, მასხულია (3ქ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

4 ნოემბერი, რუსთავი
რუსთავი-ბათუმი 89:76
17:14, 20:19, 28:27, 24:16
რუსთავი: ხმელიძე, ქიტოშვილი, ლი (15ქ, 5მ, 7პ), ჩაჩანიძე (3ქ), ათუაშვილი (15ქ, 14მ), კასპერბაიუერი (27ქ), გოგობერიშვილი (10ქ), სპანოლო (17ქ, 7მ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (5ქ, 5მ), ლეჟავა (17ქ, 6მ), ლ. რევაზაშვილი, ელიაძე, კრივცოვი (13ქ, 8მ, 3პ), მაისურაძე (2ქ), შემოსიუკი (18ქ, 5მ), ფელჩერი (19ქ, 15მ), მ. რევაზაშვილი (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი.

5 ნოემბერი, თბილისი
მგზავრები-დინამო 53:80
11:19, 16:18, 10:24, 16:19
მგზავრები: ფხაკაძე, საური (2ქ), გაგუა, ცირეკიძე, წივწივაძე (18ქ, 3ჩ), ლომინაშვილი (8ქ, 7მ), ქავთარაძე (2ქ), მერფი (2ქ), რეინოლდსი (14ქ, 11მ), ტეილორი (6ქ).
დინამო: ვონი (16ქ), გრძელიძე (6ქ), ღურწკაია (2ქ), ლონდარიძე (2ქ, 8მ, 3პ), მაჩალაძე (2ქ, 4ჩ), ფაცაცია (3ქ, 6მ), ჭოჭუა (7ქ), მარავიჩი (6ქ, 5მ), გ. რევაზაშვილი (5ქ), ბერიშვილი (16ქ, 11მ, 8პ, 3ჩ), გოგოძე (15ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

5 ნოემბერი, თბილისი
სოხუმი-კაკტუსი 73:91
25:24, 13:22, 11:21, 24:24
სოხუმი: მილერი (13ქ, 6ჩ, 5პ), კვეტენაძე (6ქ), ბერუაშვილი (6ქ), კოკა ტომარაძე (2ქ), ბოქოლიშვილი (14ქ, 4პ), ზაქრაძე (2ქ), ჯგერენაია (9ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (2ქ), ლათანი (5ქ), რიხლიუკი (14ქ, 11მ), ბულიავა.
კაკტუსი: ხუციშვილი, ჩიკვილაძე (10ქ, 8პ), ჩლაიძე (9ქ, 4პ), ლოლიშვილი (2ქ, 5მ), ბრიჯმენი (22ქ, 14მ, 3დ), ამონაშვილი (4ქ), ბააკაშვილი (2ქ, 5პ), დ. ლომიძე (16ქ, 5მ), ფლოვიესი (26ქ, 13მ), ნ. ლომიძე.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული