ტური 23 დეკემბერს რეგიონებში გამართული ორი მატჩით გაიხსნა. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა, სადაც "ბათუმმა" "სოხუმს" უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით - 78:88 დამარცხა. დღის მეორე მატჩში კი "ქუთაისმა" საკუთარ დარბაზში თბილისის "მგზავრებს" იოლად - 80:65 მოუგო.
ტური დღეს რუსთავში გასამართი შეხვედრით დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი ჩემპიონატის ლიდერ, აქამდე დაუმარცხებელ "დინამოს" მიიღებს. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.