მუხლის ტრავმა აქვს თორნიკე შენგელიას, რომელიც ამ თვის შუაში გასამართავ ესპანეთის სამეფო თასს გამოტოვებს. ზაზა ფაჩულიას მხრის კუნთი აქვს გაჭიმული და სავარაუდოდ, 11 თებერვალს დაუბრუნდება მოედანს.
სასიამოვნო ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრების ტრავმირებულთა ხუთეული გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ შეავსო.
მან "ქუთაისის" მიერ
- მუცლის არეში კუნთი მაქვს გაწყვეტილი. საქმე ძალიან სერიოზულად არ არის, ათი დღე მომიწევს დასვენება. შემდეგ კი, იმედი მაქვს, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ ვარჯიშს და თამაშს, - გვითხრა გიორგიმ, რომელიც იმერულ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"