წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები (ეს ქვეყნები ევრობასკეტზე ვერ მოხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე მოსახვედრად ცალკე საკვალიფიკაციოს გადიან) იქნებიან.
შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება. შეხვედრები შინ და სტუმრად გაიმართება.
შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან სულ 32 ნაკრები ითამაშებს. წილისყრის შედეგად ისინი 4-გუნდიან 8 ჯგუფში გადანაწილდნენ.
შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი 4 ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი საუკეთესო გუნდი, სულ 12 მიიღებს. საბოლოოდ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 გუნდი იასპარეზებს.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჩინეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა ტუნირზე შესარჩევის გარეშე ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 32 ნაკრები იასპარეზებს: 12 ევროპიდან, 8 აზიიდან (მასპინძელი ჩინეთი), 7 ამერიკიდან და 5 აფრიკიდან.
ფორმატი ცოტა უცნაური მართლაც არის, თუმცა კარგი იმიტომ არის, რომ ორეტაპიანია და ხანგრძლივია.
ცოტა უცნაური ფორმატი კია