"სასიხარულოა, რომ მამუკელაშვილს საქართველოს სახელით თამაშის ამბიცია აქვს"

AutoSharing Option
სუპერლიგის ფინალური სერიისას საქართველოში ჩამოფრინდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი. ბერძენმა სპეციალისტმა გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ნაკრების კანდიდატებზე - სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეზეც ისაუბრა.

"ორჯერ ვესაუბრე ნიჭიერ ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს.

სამწუხაროდ, ძალიან რთული ზაფხული ექნება, რადგან სასწავლებელი გამოიცვალა. სწორედ კოლეჯის გამო ვერ შეძლებს ნაკრებთან შეერთებას და ევრობასკეტისთვის მომზადებას, თუმცა მითხრა, რომ ძალიან გაუხარდება, თუ მომავალ წელსაც დავუძახებთ და ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცემა.

ჩემთვისაც სასიამოვნოა, რომ მას აქვს
ამბიცია, სურვილი, ითამაშოს საქართველოს სახელით. ასე რომ, გაისად კიდევ ერთი ახალგაზრდა შეუერთდება ეროვნულ ნაკრებს.

სერბულ "მეგაში" თამაშობს ტანმაღალი გოგა ბითაძე, რომლის აგენტსაც ორჯერ ვესაუბრე. გვსურს,  გოგა ნაკრებში ვიხილოთ, გუნდთან ერთად იყოს მოსამზადებელ ეტაპზე, მაგრამ ამავე დროს, მისთვის სასარგებლო იქნება თავისი ასაკის ნაკრებში თამაში. უამრავი ნიუანსის გათვლით, ბითაძესთან დაკავშირებითაც სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

მართალია, წინა ხაზში დიდი კონკურენციაა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მნიშვნელოვანია მისი გუნდთან ადაპტაცია", - თქვა ზუროსმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სხვა კალათბურთელებიც არიან ვისი მოწვევაც შეიძლება
zzz
20 ნოემბერი 2017 16:55
0
ზუროსი რომ უმაღლესი დონის მწვრთნელია, ყველაფერში ეტყობა. მისი ეს განცხადება მამუკელაშვილისა და ბითაძისათვის უდიდესი მხარდაჭერა და სტიმულია.
ლოლა
31 მაისი 2017 10:56
0
შანდრო მამუკელასვილს ნბა დონის მონაცემები აქვს. დიდი ალბათობით კოლეგის ორი ჭლის მერე გადავა. სკოლა გამოიცვალა არასწორია, სკოლა დაამთავრა სეტონ ჰოლის კოლეჯში გადაწყვიტა სწავლისა კარიერის გაგრძელება. http://www.shupirates.com/roster.aspx?path=mbball
niko
31 მაისი 2017 03:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული