power rankings: საქართველო ევრობასკეტის მონაწილეთა შორის მე-11 ადგილზეა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017-ის დაწყებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ფიბამ თავის საიტზე გამოაქვეყნა მონაწილე ქვეყნების სავარაუდო სიძლიერის რეიტინგები (power rankings) დღევანდელი დღის მონაცემებით.

რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი მთლიანად სუბიექტურ მოსაზრებაზეა აგებული და არაფერი კავშირი აქვს ობიექტურ რეიტინგებთან, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების ძალას.

24 მონაწილეს შორის საქართველო მე-11 ადგილზეა, რაც წინა ასეთივე შეფასებასთან შედარებით წინსვლაა.

"ვიცით, ვიცით, რომ ეს იყო მხოლოდ სავარჯიშო მატჩი, თანაც რუსეთის საუნივერსიტეტო გუნდთან, მაგრამ საქართველო თავიდანვე შთამბეჭდავად იწყებს. ამ თამაშში თორნიკე შენგელიამ გუნდს 24 ქულა,
ხოლო გიორგი შერმადინმა 18 ქულა მოუტანეს. შერმადინის ანგარიშზე 11 მოხსნაცაა სლოვენიურ მატჩში", - წერს საიტი.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. სერბეთი, 3. საბერძნეთი, 4. ლიტვა, 5. საფრანგეთი, 6. თურქეთი, 7. ხორვატია, 8. სლოვენია, 9. იტალია, 10. ლატვია.

საქართველო ფიბას სიძლიერის რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩერნოგორია, ისრაელი, გერმანია და რუსეთია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შაკო,s.kk გენაცვალეთ მართლები ხართ აბა რა!
0
მონტენეგროა ეგ მონტენეგრო და არა ჩერნოგორია ვააა
ჩიო
01:36 29-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული