საქართველოს ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა და ამხანაგური მატჩისთვის ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიაში სლოვენიიდან ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 28 ივლისს არ ივარჯიშა. ქართველები ავსტრიულ დაბა ბად ტაცმანდორფში 17:00 საათისთის ჩავიდნენ, სასტუმროში დაბინავდნენ და ივახშმეს.

28 ივლისის დარჩენილი დღე ნაკრების მოთამაშეებმა დაისვენეს დ 29-ში, თამაშის დღეს დილის ვარჯიშს ჩაატარებენ, რომელიც მსუბუქი ხასიათის იქნება.

ავსტრიაში ჩასული საქართველოს ნაკრების 14 კალათბურთელიდან დღევანდელი მატჩის განაცხადში 12 მოთამაშე იქნება. ვერ ითამაშებს ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია გაუხანგრძლივდა და გუნდთან სრული დატვირთვით ჯერ არ უვარჯიშია.

ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრა ამხანაგურია. მატჩის ტრანსლაცია ავსტრიის ტელევიზიით იგეგმება და დეტალების დაზუსტების შემდეგ
ჩვენი ნაკრების გულშემატკივართათვის შესაბამისი ბმული გამოქვეყნდება.

თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
გადმოწერეთ აპლიკაცია hola. ზემოთ მიუთითეთ ავსტრიის დროშა. ჩასვით კეთილი ადამიანის მიერ მოწოდებული ლინკი და უყურეთ ✌
გიორგი
17:37 29-07-2017
0
ჰე, რა ხდება ბოლო-ბოლო?
1 არხს კალათბურთი უწერია, მაგრამ ისიც არ მომიკვდეს
ჰმ
17:06 29-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული