"ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, აქაურობა ჩემი მეორე სახლია. ვერ ვიხსენებ ბოლო თამაშს, რომელიც გამოვტოვე. აქ ჩამოსვლა ყოველთვის მინდა. ყოველ ჯერზე, როცა ამის შანსი მეძლევა, მე თქვენთან ვარ. მე ვიცნობ ქვეყანას, ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც ყოველთვის კეთილ სურვილებს მიგზავნიან. აქაურობა ჩემი ოჯახია. შესაბამისად, არ მინდა, რომ ოჯახს ვუღალატო. საქართველო ძალიან
ჩვენს შანსებს ძალიან იმედიანად ვაფასებ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვერ დავასახელებ ერთ კონკერტულ ნაკრებს, რომელიც მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. წელს ძალიან კარგი გუნდები იღებენ მონაწილეობას, კალათბურთი ვითარდება. წინა მსოფლიო, თუ არ ვცდები, ევროპულმა გუნდმა მოიგო. აუცილებელია, სათამაშოდ გამოხვიდე და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ძალიან დარწმუნებული ვარ ჩვენს გუნდში. მხოლოდ მსოფლიოზე ყოფნით არ დავკმაყოფილდებით, კმაყოფილები კარგი თამაშით და ასპარეზობით ვიქნებით და ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ.
მგონია, რომ ჩვენს ჯგუფში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვენესუელაზე ბევრი არაფერი ვიცი, ვიცნობ ერთ-ერთ გამთამაშებელს, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია. მითამაშია მათ მაღალ(big boy) ცენტრთან ერთად, რომელიც ასევე მშვენიერი მოთამაშეა. ბევრი არაფერი მსმენია მათ სისტემაზე, თუმცა შეხება მქონია ამ მოთამაშეებთან და გუნდს აუცილებლად ძალიან, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როგორც ყველა ნაკრებს მსოფლიო ჩემპონატზე. აქ შემთხვევით არავინ თამაშობს. მჯერა, რომ ჩვენს ჯგუფში ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყო. არასდროს მიფიქრია ვენესუელისთვის თამაში, არც ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ეს იყო სამსახური, სადაც მეტის გამომუშავება შემეძლო და სანამ შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, ვიკითხე, შემექმნებოდა თუ არა ეროვნულ ნაკრებთან პრობლემები. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დავთანხმდი მათ წინადადებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთვის თამაშში ხელი შემეშლებოდა, ვენესუელაში არ წავიდოდი. ამ ჭორის შესახებ არც კი გამიგია რაიმე, მე ქართველი ვარ!"
GBF
შერმადინი vs მაკფადენი: ჯგუფიდან გასულმა "ტენერიფემ" მურსიაში წააგო [VIDEO]
მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის "მურსია" სტამბოლში 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში დამარცხდა