ჩვენმა ნაკრებმა 18 აგვისტოს სპორტის სასახლეში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით 80:64 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კალათბურთელებმა და მწვრთნელებმა შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთეს.
მიჰაი სილვასანი: "რთული თამაში გამოდგა ჩვენთვის. საქართველოს ნაკრები კარგად მომზადებული გუნდია. მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მეტოქესთან 0:7 ვაგებდით, თუმცა შემდგომ თამაში სამქულიანებით გამოვასწორეთ.
შეხვედრის ბოლო მეოთხედამდე ვინარჩუნებდით შანსს, თუმცა საბოლოოდ ვერაფერს გავხდით. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად იმარჯვა და წარმატებულ დასაწყისს ვულოცავ".
მლადენ ოსტოჟიჩი, რუმინეთის მთავარი მწვრთნელი: "საქართველოს ძლიერი
35 წუთი ვუძლებდით მეტოქეს, თუმცა საბოლოო ჯამში მას წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და მარცხი განვიცადეთ. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად იმარჯვა და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ".
კოტე ტუღუში: "რთული შეხვედრა იყო. რუმინეთი ძლიერი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული. ჩვენმა გუნდმა კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა, რომელსაც მას ტრავმა აწუხებდა.
შესაბამისად ველოდით, რომ დღევანდელი მატჩი მარტივი არ იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ მეტოქეზე კარგად გავისარჯეთ და შეხვედრაც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ".
მანუჩარ მარკოიშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ.
რუმინეთის გუნდთან სტუმრად თამაში გველის და მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ.
რაც შეეხება თამაშის ხარისხს, საკუთარ კედლებში ვასპარეზობდით და ბუნებრივია მატჩი საკმაოდ ემოციური გამოდგა. ამის გამო გარკვეული ბავშვური შეცდომებიც დავუშვით, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა".
ვიქტორ სანიკიძე: "რუმინეთი ძლიერი გუნდია და წინააღმდეგობაც გაგვიწია. ტრავმის გამო ვერ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, თუმცა გიორგი შერმადინმა თავისი სამუშაო კარგად შეასრულა. წინ ურთულესი მატჩი გველის ბოსნიასთან, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში ფავორიტად მოიაზრება და შესაბამისად დიდი სამუშაო გვაქვს.
კარგი იქნება თუ მომავალ შეხვედრაში ზაზა დაგვეხმარება, თუმცა ჩვენ მის გარეშეც არ დავზოგავთ თავს და ჩვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვავლენთ".
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო