ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა.
ფეხის მცირე ტრავმის გამო ჩემპვილელთა მწვრთნელმა ცქიტიშვილი წინა მატჩში დაასვენა, დღეს კი "ბიბლოსთან" 35 წუთით დატვირთა.
ნიკამ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 7 ქულას ცქიტიშვილმა 11 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
"ჩემპვილის" საუკეთესო მოთამაშე ფადი ხატიბი გახდა 34 ქულითა და 15 მოხსნით. მატჩი ცქიტიშვილის გნდის გამარჯვებით - 87:66 დამთავრდა.
17 მოგებითა და