საქართველო ფიბა-ევროპის რეიტინგში კვლავ 22-ეა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ევრობასკეტის მონაწილეთა რეიტინგი.

ისევე, როგორც გასულ თვეში, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც 22-ე პოზიციაზეა (24 გუნდს შორის).

მოკლე მიმოხილვაში წერია: "ახალგაზრდა გუნდი "შსს აკადემია" საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბის რამდენიმე კალათბურთელი ეროვნულ გუნდს "ევრობასკეტზე" დაეხმარება.

მით უმეტეს, რომ ქართველებს წამყვანი კალათბურთელი (ზაზა ფაჩულია) დააკლდებათ."

ჩვენი ჯგუფის ფავორიტი ესპანეთი კვლავ მეორეა. ცნობილია, რომ ამ გუნდს ლეიკერსელი პაუ გასოლი ვერ დაეხმარება.

სწორედ ამიტომ დაუთმეს ესპანელებმა პირველი ადგილი ფრანგებს.

სლოვენია მეხუთეა, რომლის ბარსელონელი ფორვარდის, ერაზემ
ლორბეკის "ევრობასკეტზე" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი ხორვატია, გასულ თვესთან შედარებით, ერთი საფეხურით დაქვეითდა - მეთერთმეტე პოზიციაზეა.

გასაკვირია, რეიტინგის შემდგენელებმა მხოლოდ ერთი ადგილით რატომ ჩამოაქვეითეს, რადგან ხორვატებს ევროპის ჩემპიონატზე ორი წამყვანი უკანახაზელი დააკლდებათ - ზორან პლანინიჩი (რუსული "ხიმკი") და მარკო პოპოვიჩი (ლიტვური "ჟალგირისი").

პოლონეთის ნაკრები, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გახსნით მატჩში, 4 სექტემბერს ვხვდებით, სადღეისო რეიტინგში ჩვენზე გაცილებით წინაა - მე-16 პოზიციაზეა.

მხოლოდ ერთით გვისწრებს და 21-ე ადგილზეა ჩეხეთი.

რეიტინგის გაცნობა საინტერესოა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების შემდეგ რომელი გუნდი გაამართლებს გაცემულ ავანსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგაც მეეჭვება საქართველომ ევროპაზე მარტო ორ გუნდს აჯობოს შედეგებით
dato 2
12:43 06-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული