გამოცემა "სიოლში" გამოქვეყნებული სტატიის სათაურში ვლადიმერ ბოისას გვარს ვხვდებით: "ბოისას წითელი აუნთეს".
იქვე აღნიშნულია, რომ ზაზა ფაჩულიას (რომელიც ნაოპერაციებ აქილევსის მყესს მკურნალობს) გარდა, ქართველთა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა არ გამოიძახა ვლადიმერ ბოისა, რომელსაც მეორე სამშობლოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან უნდოდა.
იმავე გამოცემაში ვოვას კომენტარებსაც შეხვდებით. გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს:
"სლოვენიელი გულშემატკივრისთვის ყველაზე ნაცნობი ქართველია ვლადიმერ ბოისა, რომელიც წლების განმავლობაში ლუბლიანას "ოლიმპიაში" გამოდიოდა. იგი სეზონის პირველ ნახევარში ქართულ "არმიაში" თამაშობდა, თუმცა იანვრის შემდეგ მოედანზე
- ვფიქრობდი, რომ "არმიაში" სეზონის ბოლომდე დავრჩებოდი, მაგრამ ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა.
გუნდი თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა და ლეგიონერები, ვისაც დიდი ხელფასი ჰქონდათ, გუნდიდან წავიდნენ, - ამბობს ვლადიმერი.
მისი ძმა ანატოლი ახლაც ნაკრებშია და 2011 წელსაც ქართველთა კრებულის ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ისევე, როგორც 2011 წელს, 2013-ის ევრობასკეტზეც საქართველო სლოვენიასთან ითამაშებს.
ორი წლის წინათ ბოჟიდარ მალიკოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა კავკასიელებს 87:75 მოუგო. წლეულს ეს გუნდები 7 სექტემბერს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 2011 წელს ლიტვაში საქართველოს ნაკრებს საგულშემატკივროდ უამრავი ქომაგი ჩაჰყვა...
- კალათბურთი სპორტის იმ იშვიათ სახეობათაგანია, რომელშიც ეროვნული გუნდი საერთაშორისო არენაზე წარმატებებს აღწევს.
ასევე წარმატებულია მორაგბეთა ნაკრები. ქომაგი მონატრებულია გამარჯვებებს და ამიტომაც ჩამოვიდა უამრავი გულშემატკივარი ლიტვაში, 2011 წლის ევრობასკეტზე. ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული.
საქართველოდან ლიტვაში არაერთი ჩარტერული რეისი შესრულდა. წლეულს საქართველოდან სლოვენიაში იმდენი ქომაგი ვეღარ ჩამოვა, რამდენიც ევრო-2011-ს დაესწრო.
თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იქნება.
ახლა გავეცნოთ ვლადიმერ ბოისას მოსაზრებას სლოვენიის ნაკრებზე:
- ევრობასკეტზე, საქართველოსთან ერთად, სლოვენიის ნაკრებს ვუქომაგებ. მიმაჩნია, რომ სლოვენიელებს მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. თუმცა მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება.
მასპინძლები არიან და ერთი შეხედვით, ეს საქმეს აიოლებს, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - სწორედ მასპინძლობის ფაქტორიდან გამომდინარე, დიდი წნეხის ქვეშ მოექცევიან.
რამდენად იოლად დაძლევენ, ამ პრობლემაზე იქნება დამოკიდებული სლოვენიის ნაკრების მიერ სექტემბერში ნაჩვენები შედეგი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"