საქართველო-ბოსნია 63:68 - ბოსნიამ გაგვასწრო

AutoSharing Option
ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

ჩვენმა გუნდმა ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშა სლოვენიის ქალაქ ცელიეში, სადაც სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

ეს იყო ბოსნიისა და ქართველთა ნაკრებების მეხუთე დაპირისპირება. აქამდე ანგარიში 2:2 იყო და ბოლო გამარჯვებით ბოსნიელებმა ერთით გაგვასწრეს, თუმცა განმეორებითი შეხვედრა 14 აგვისტოს ისევ სლოვენიაში ჩატარდება და ჩვენს გუნდს რევანშის შესაძლებლობა მიეცემა.

საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ნატურალიზებულ რიკი ჰიკმანს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ დასრულებულ იტალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მატჩებს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.

ჰიკმანმა პირველივე
ცდაზე, ბოსნიასთან 10 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, რიკიმ სწორედ 10-ნომრიანი მაისურა აირჩია და ევრობასკეტზეც ათიანი იქნება.

მატჩის ბომბარდირი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გახდა, 17 ქულას მოუყარა თავი. ბოსნიიდან ყველაზე მეტი მირზა ტელეტოვიჩმა ჩააგდო - 15.

13 აგვისტო
ცელიე, სლოვენია
საქართველო-ბოსნია 63:68
საქართველო: ა. ბოისა, ცინცაძე (17ქ), შერმადინი (7ქ), ჰიკმანი (10ქ), მარკოიშვილი (9ქ), ფაცაცია (5ქ), სანიკიძე (8ქ), მეტრეველი, ცქიტიშვილი (5ქ), ბურჯანაძე (2ქ), ლეჟავა, ფხაკაძე.
ბოსნია: პასალიჩი (3ქ), მასიჩი, სტიპანოვიჩი (10ქ), სუტალო (7ქ), რაითი (9ქ), ბავჩიჩი (6ქ), გორდიჩი (4ქ), კიკანოვიჩი (5ქ), ტელეტოვიჩი (15ქ), პერსიჩი, დედოვიჩი (9ქ), ალილოვიჩი.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ისრაელი 79:77 - არის პირველი მოგება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული