დაპირისპირება ევრობასკეტის წინ - ზაზა ფაჩულია: ახლა ამის დროა?!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყრილობაზე განვითარებული მოვლენების შესახებ "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის.

წლეულს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საკალათბურთო საზოგადოება ორადაა გაყოფილი და სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.

ამასთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაპირისპირებული მხარეების მიმართ მოწოდება გამოაქვეყნა:

"არ მივესალმები იმ დაპირისპირებებს, რომლებიც შეიქმნა საქართველოს საკალათბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის წინ.

ჩვენ გველის უმნიშვნელოვანესი ტურნირი (ევრობასკეტი), რომელიც წარმოადგენს ეროვნული ინტერესის და ღირსების საკითხს.

ამის გამო ყველა კონფლიქტური საკითხის გარკვევა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს საკალათბურთო სამყაროში, უნდა გადაიდოს, სანამ არ დამთავრდება ევროპის
ჩემპიონატი. დღეს ჩვენს ბიჭებს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ".


ზაზას 18 აგვისტოს ატლანტაში დავუკავშირდით და ამ მოწოდებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ:

"ჯანსაღი კონკურენცია ყველა სფეროში სასარგებლოა. კარიერის განმავლობაში ღირსეულმა კონკურენციამ ბევრი რამ მასწავლა.

რაც მეტი კანდიდატი იქნება კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხალხს მით უკეთესი ვარიანტის ამორჩევის საშუალება მიეცემა.

ვფიქრობ, კანდიდატი ან კანდიდატები კიდევ გამოჩნდებიან. ამას მივესალმები, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში, უნდა განისაზღვროს, რა დროს რა უნდა გაკეთდეს.

არ მიმაჩნია მართებულად შიდა დაპირისპირების გაჩაღება მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ელის, თან ორი წამყვანი კალათბურთელი აკლია და ბიჭები მაინც ბოლომდე ღირსეულად იბრძვიან.

შეიძლება, გარედან ისე ჩანდეს, თითქოს ატლანტაში მყოფი - ნაკრებისგან შორს ვარ. პირიქით, ყოველდღიურად თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც კალათბურთელებს და მწვრთნელებს ვესაუბრები, მათ გვერდში ვდგავარ.

მიმაჩნია, რომ ასე უნდა მოიქცეს ყველა - გვერდზე გადავდოთ დაპირისპირება და მოთამაშეებს წარმატების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმაროთ",
- გვითხრა ზაზა ფაჩულიამ.

მასთან ინტერვიუს 20 აგვისტოს ნომერში შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება
ბზარი კალათბურთის ფედერაციაში - ამის დროა წინასაევრობასკეტოდ?!
მკითხველის კომენტარები / 5 /
ახვლედიანი ჩემი არც მეგობარია და არც კარგი ნაცნობი, მაგრამ აქ ზოგიერთი (imereli27)რომ წერს კალათბურთი ნანახი არ აქვსო, ვეტყვი, შენ თუ გაქვს წარმოდგენა რა არის საერთოდ სპორტი. მიშა ახვლედიანი კალათბურთელია, წლები თამაშობდა თბილისის "მართვე"-ში, რომელიც ყოველწლიურად თავის ასაკში ხდებოდა საქართველოს ჩემპიონი , იყო სსრკ-ს ახალგაზრდა კლუბებს შორის ჩემპიონი. ასე,რომ, თქვენნაირებს თუ არ გაუგიათ, თქვენივე პრობლემაა. ისე, არც ბესო ლიპარტელიანი იყო დიდი კალათბურთელი, ხოლო ზვიად სიჭინავას ფეხბურთელობას ნამდვილად ვერ ვიხსენებ.
0
იქნებ ვინმემ ამიხსნას რას ნიშნავს ევრობასკეტი?
maxo
13:07 25-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული