იგორ კოკოშკოვის გუნდი თელ-ავივში 24 აგვისტოს ჩავიდა, 25 აგვისტოს კი ქალაქ ელეათს ესტუმრა და მომავალი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.
ისრაელში შევეხმიანეთ ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, რომელსც სანაკრებო ამბები გამოვკითხეთ...
- ელეათში თელ-ავივიდან გუშინ, დღის პირველ საათზე ისრაელის ნაკრებთან ერთად ჩამოვფრინდით. გუნდმა საღამომდე დაისვენა და შემდეგ ივარჯიშა. ელეათი პატარა, საკურორტო ქალაქია და აქ დიდი დარბაზი არ აქვთ. ტრიბუნები 2 ათას მაყურებელს იტევს და როგორც აქაურები ამბობენ, დღეს დარბაზი სავსე იქნება.
-
- მანუჩარმა გუშინ და დღეს ივარჯიშა, მაგრამ საღამოს, ისრაელის წინააღმდეგ არ ითამაშებს. მას სერიოზული არაფერი აწუხებს, უბრალოდ, პრევენციის მიზნით, მწვრთნელებმა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს, რათა ფეხი არ გაუმიზეზდეს.
- ისრაელთან მომდევნო მატჩი 28 აგვისტოს გაქვთ და მარკოიშვილი არც იქ ითამაშებს?
- არ ვიცით, სავარაუდოდ, მოედანზე გავა, თუმცა მის დატვირთვას მოვერიდებით. რაც შეეხებათ დანარჩენ კალათბურთელებს, ყველა სრულ საბრძოლო ფორმაშია, მათ შორის, რიკი ჰიკმანიც, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო ამას წინათ 1 თამაში გამოტოვა.
- ისრაელთან მეორე მატჩი ჰაიფაში გაიმართება...
- ხვალ, დილით გავემგზავრებით ჰაიფაში და საღამოს ვივარჯიშებთ. ზეგ კი ისრაელთან მომდევნო საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. 29 აგვისტოს, დილას კი ლიტვაში გავფრინდებით.
წყარო: gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველო VS ისრაელი - დავეწიოთ და გავუსწროთ ისრაელს