ორივე მატჩში "ჯვაროსნების" მეტოქე მასპინძელი ისრაელი იქნება. 26 აგვისტოს შეხვედრა ქალაქ ელიათში თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
* * *
როგორც შაბათის ნომერში გაცნობეთ, საქართველოს ნაკრები 14-კაციანი შემადგენლობითაა. აქედან ერთის, ლუკ ზელერის საკითხი გადაწყვეტილია, იგი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდება, რადგან ერთი ნატურალიზებული უკვე გვყავს - რიკი ჰიკმანი.
არ არის გამორიცხული, ისევე, როგორც საფრანგეთთან, ისრაელთან განაცხადი 13 კაცით შეივსოს, თუმცა შეიძლება 12-იც იყოს, რადგან მანუჩარ
როგორც იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა ისრაელიდან გვითხრა, ითამაშებს თუ არა მანუჩარი, 26-ში გადაწყდება.
* * *
ებრაულ გამოცემა ONE-ში ისრაელი-საქართველოს დაპირისპირების წინათქმა გამოქვეყნდა, რომელშიც ყურადღება ორ კალათბურთელზეა გამახვილებული - გიორგი შერმადინსა და რიკი ჰიკმანზე. მათ ისრაელში კარგად იცნობენ: გიორგი 2012 წლის სექტემბრიდან იანვრამდე თელ-ავივის "მაქაბის" ღირსებას იცავდა, ხოლო რიკი ახლაც ამ გუნდის წარმომადგენელია.
როგორც ებრაული გაზეთი იუწყება, ჰიკმანმა უარით გაისტუმრა ჩერნოგორიის ნაკრები და საქართველოში თამაში არჩია. აი, რა უთხრა ელიათში ჩასულმა ამერიკელმა ჟურნალისტებს:
- კლუბში თამაშიც დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა როცა ქვეყანას წარმოადგენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ქართველებს ევრობასკეტზე წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თავის მხრივ, "მაქაბიში" ჩემი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი შერმადინი მეხმარება ქართულ ატმოსფეროსთან ადაპტაციაში.
ჰიკმანს ისრაელთან მატჩების შესახებაც ჰკითხეს.
- სასიამოვნოა ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში. გაი პნინი, იოგევ ოჰაიონი, ლიორ ელიაჰუ ხომ "მაქაბის" ღირსებას იცავენ.
დარწმუნებული ვარ, მათთვისაც სახალისო იქნება ჩემთან დაპირისპირება. ისრაელში ჩამოვედით თამაშის გასაუმჯობესებლად, რათა ევრობასკეტისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ.
ევროპაზე ხომ ყველას მიზანი მეორე ეტაპზე გასვლაა. არც საქართველოა გამონაკლისი. ვიმედოვნებ, რომ სლოვენიის გზაზე ისრაელთან ორი მძიმე და სასარგებლო შეხვედრა გველის.
* * *
ისრაელის ნაკრებს ოფიციალურად მხოლოდ ორჯერ შევხვდით - ევრო-1997-ის შესარჩევ ეტაპზე. ორივეჯერ წაგებას თავი ვერ დავაღწიეთ.
ამხანაგურად ისრაელთან სამჯერ ვითამაშეთ და 2:1-ს ვიგებთ. ბოლოს ამა წლის 9 აგვისტოს დავუპირისპირდით - იტალიის საერთაშორისო ტურნირზე 79:77 ვიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე ჩვენმა ნაკრებმა ხუთქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.
უფრე ადრე, 2011 წელს ჰოლანდიურ ალმერეში წაგების გამო რევანში თბილისში ავიღეთ. მაშინაც ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით.
ასე და ამგვარად, ისრაელთან საერთო ანგარიშით 2:3-ს ვაგებთ. 26 და 27 აგვისტოს დაწევაც და დაწინაურებაც შეიძლება, თუმცა, როგორც მწვრთნელები ამბობენ, ამხანაგურებში მოგება-წაგებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, საკონტროლო შეხვედრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.
ამხანაგური მატჩი
07.08.2013
ტრენტო, იტალია
საქართველო-ისრაელი 79:77
24:12, 17:25, 18:23, 20:17
საქართველო: ცინცაძე (33წთ, 11ქ), შერმადინი (35წთ, 18ქ, 15მ), მარკოიშვილი (36წთ, 20ქ, 5პ, 3ჩ), ფაცაცია (26წთ, 6ქ, 4მ, 3პ), სანიკიძე (32წთ, 20ქ, 9მ); მეტრეველი (3წთ), სანაძე (14წთ, 2ქ), ცქიტიშვილი (5წთ), ბურჯანაძე (5წთ), ლეჟავა (4წთ, 2ქ), ფხაკაძე (7წთ).
ისრაელი: ლიმონადი (7წთ), ოჰაიონი (27წთ, 13ქ), კასპი (31წთ, 20ქ, 8მ), ელიაჰუ (21წთ, 10ქ, 9მ, 3პ); ნისიმი (17წთ, 7ქ, 5პ), ნაიმი (4წთ), პნინი (20წთ, 15ქ, 3პ), კოზიკარო (7წთ, 2წთ, 4მ), ელიშაი (28წთ, 8ქ, 6მ), ჰანოჩი (26წთ, 2ქ).
16.08.2011
თბილისი
საქართველო-ისრაელი 97:91
24:25 21:18 24:23 28:25
საქართველო: ცინცაძე (2ქ), მარკოიშვილი (13ქ), სანიკიძე (15ქ), ვ. ბოისა (13ქ), ფაჩულია (18ქ), გამყრელიძე (2ქ), შერმადინი (5ქ), ცქიტიშვილი (10ქ), შენგელია (10ქ), ჰეინსი (9ქ).
ისრაელი: მეკელი (10ქ), პნინი (26ქ), ბერნსტაინი (14ქ), ელიაჰუ (14ქ), გრინი (6ქ), ონაიაჰუ (1ქ), ნისიმი, ნაიმაი (3ქ), ბლუ (14ქ), კადირი (3ქ), კოკია.
13.08.2011
ალმერე, ჰოლანდია
ისრაელი-საქართველო 77:72
18:17 19:18 26:15 14:22
საქართველო: გამყრელიძე (22წთ), მარკოიშვილი (27წთ, 10ქ), სანიკიძე (24წთ, 7ქ, 2 დაფარება), ვ. ბოისა (17წთ, 2ქ), ფაჩულია (25წთ, 13ქ, 6მ), ცინცაძე (13წთ, 12ქ), შერმადინი (15წთ, 8ქ, 11მ), შენგელია (17 წთ, 10ქ), ცქიტიშვილი (18წთ, 3ქ), ჰაინსი (13წთ, 7ქ), ა. ბოისა (7წთ), ფაცაცია (5წთ)
ისრაელი: ბლუ (13), კადირი (13), პნინი (9), ჰალპერინი (9), ბურშტეინი (8), ელიაჰუ (8).
ევრო-1997
შესარჩევი ეტაპი
12.11.1995
საქართველო-ისრაელი 84:89
44:38, 40:51
საქართველო: ვაშაკიძე (25წთ, 10ქ, 1მ, 1პ, 2ჩ), ბაქრაძე (3წთ, 6ქ, 1მ), სტეფანია (36წთ, 15ქ, 4მ, 1პ, 2ჩ), ტურაშვილი (13წთ, 2ჩ), სანაძე (27წთ, 15ქ, 1მ, 1პ), შენგელია (10წთ), დერიუგინი (26წთ, 8ქ, 3მ), ქარაბაკი (22წთ, 13ქ, 8მ, 2ჩ), ნაცვლიშვილი (18წთ, 10ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (20წთ, 7ქ, 4მ)
სტატისტიკა
ორქულიანები - 18/31 (58.1%)
სამქულიანები - 8/14 (57.1%)
საჯარიმოები - 24/39 (61.5%)
მოხსნები - 25
პასები - 4
ჩაჭრები - 9
19.12.1996
ისრაელი-საქართველო 86:74
42:41, 44:33
საქართველო: თორთლაძე (17წთ, 2ქ, 1პ), სტეფანია (37წთ, 22ქ, 13მ, 1პ), სანაძე (21წთ, 14ქ, 2ქ, 2პ, 1ჩ), უსტიაშვილი (26წთ, 3ქ, 1მ, 2პ, 1ჩ), ნაცვლიშვილი (34წთ, 17ქ, 11მ, 1პ), დადიანი (9წთ, 1პ), ჩხეიძე (29წთ, 8ქ, 2პ, 2ჩ)
სტატისტიკა
ორქულიანები - 20/39 (51.3%)
სამქულიანები - 6/16 (37.5%)
საჯარიმოები - 16/24 (66.7%)
მოხსნები - 28
პასები - 10
ჩაჭრები - 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"