პოლონეთმა და ხორვატიამ საკონტროლო მატჩები დაასრულეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე პოლონეთმა და ხორვატიამ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს. პოლონელებმა და ხორვატებმა 25 აგვისტოს ბოლო საკონტროლო მატჩები გამართეს.

დირკ ბაუერმანის გაწვრთნილი პოლონეთი შინაურ არენაზე შვედეთს შეხვდა და უპრობლემოდ - 73:57 დაამარცხა. პოლონელთაგან საუკეთესო მაციე ლამპე იყო, რომელმაც ერთბაშად 17 ორქულიანი ესროლა და საბოლოოდ, ამდენივე ქულა დააგროვა.

მის აქტივში 9 მოხსნაც გახლდათ. ამდენად, ესპანური "ბარსელონას" ახალწვეულს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

დამაჯერებლად ითამაშა პოლონელთა ლიდერმა მარცინ გორტატმა, რომელმაც 24:30 წუთში ექვსივე ორქულიანი ჩააგდო და გუნდს 12 ქულა შესძინა.
პოლონელებმა შვედებს მოხსნებში 36:27 აჯობეს, პასებში - 16:9 და სტუმრებზე ცხრით მეტი საჯარიმო ესროლეს, თუმცა 19 ტყორცნიდან მხოლოდ 10 გამოიყენეს.

ასე და ამგვარად, პოლონელებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს. მთლიანობაში სლავებმა 10 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 6 მოიგეს და 4 წააგეს. გთავაზობთ აღნიშნული მატჩების შედეგებს: ისრაელი - პოლონეთი 81:65, პოლონეთი - საქართველო 87:75, იტალია - პოლონეთი 76:65, ესპანეთი - პოლონეთი 70:66, პოლონეთი - ისრაელი 75:72, ბელგია - პოლონეთი 52:66, პოლონეთი - იტალია 82:79, პოლონეთი - უკრაინა 83:84, პოლონეთი - დიდი ბრიტანეთი 85:66, პოლონეთი - შვედეთი 73:57.

რაც შეეხებათ ხორვატებს, მათ მოსამზადებელი პერიოდი შედარებით ცუდი შედეგებით დაასრულეს. როგორც პოლონელებმა, ხორვატებმაც 10 მატჩი გამართეს, საიდანაც მხოლოდ 4 შეხვედრა, ისიც შედარებით სუსტ გუნდებთან მოიგეს. მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრა ხორვატებმა ბელგიასთან გამართეს და პირველი ტაიმის შემდეგ 5 ქულით აგებდნენ. მეორე ტაიმში ექსიუგოსლავიელებმა თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ 77:55 იმარჯვეს.

ეს კი ყველა იმ მატჩის შედეგია, რომელიც ხორვატიამ მოსამზადებელ პერიოდში გამართა: ხორვატია - მაკედონია 74:78, ხორვატია - მაკედონია 72:67, საბერძნეთი - ხორვატია 87:85, საფრანგეთი - ხორვატია 92:60, გერმანია - ხორვატია 73:63, ხორვატია - ჩერნოგორია 72:60, ხორვატია - ლატვია 81:66, სერბეთი - ხორვატია 88:71, თურქეთი - ხორვატია 81:52, ბელგია - ხორვატია 55:77.

ევროპის ჩემპიონატზე, C ჯგუფში, საქართველო პოლონელებს 4 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო ხორვატიას - 5 სექტემბერს.

პოლონეთი - შვედეთი 73:57 (19:13, 24:15, 16:18, 14:11)
პოლონეთი: ლამპე (25 წ. 17 ქ. 9 მ.), პონიტკა (9 წ.), გორტატი (25 წ. 3 მ. 3 პ.), კოშარეკი (26 წ. 5 ქ. 4 მ.), კელატი (25 წ. 5 ქ. 4 პ.); ვიშნიევსკი (1 წ.), ჩილინსკი (14 წ. 6 ქ. 4 მ.), შუბარგა (14 წ. 3 ქ.), ზამოისკი (14 წ. 4 ქ.), იგნერსკი (16 ქ. 9 ქ. 7 მ.), ვაჩინსკი (19 წ. 9 ქ.), ჰრიჩანიუკი (7 წ.), კარნოვსკი (6 წ. 3 ქ. 2 მ.).

ხორვატია - ბელგია 77:55 (18:18, 16:21, 27:6, 16:10)

ხორვატია: რუდეზი (16 წ. 3 ქ.), უკიჩი (26 წ. 11 ქ. 3 პ.), სიმონი (21 წ. 6 ქ.), მარკოტა (25 წ. 5 ქ. 4 მ.), ზორიჩი (25 წ. 13 ქ. 6 მ.); ტომიჩი (15 წ. 2 ქ. 4 მ. 6 პ.), დრეიპერი (17 წ. 2 ქ. 5 პ.), ბოგდანოვიჩი (18 წ. 9 ქ.), ტომასი (22 წ. 10 ქ.).

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული