26 აგვისტოს, ქალაქ ელეათში გამართულ მატჩში ქართველებმა 74:73 დაამარცხეს მეტოქე.
მატჩის შემდეგ ელეათში შევეხმიანეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს...
- ძალიან დაძაბული მატჩი იყო. მასპინძლებს არ უნდოდათ წაგება და ბოლომდე გააფთრებით გვებრძოდნენ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ბოლო წამებამდე სიმტკიცე გამოავლინეს და ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ...
გვქონდა ჩავარდნა მატჩის შუა ნაწილში, მაგრამ რაც ძალინ გასახარია, გუნდმა გადამწყვეტ მომენტში გამართულად ითამაშა.
შეცდომები გამოვასწორეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გარჯაც დაგვიფასდა...
ძალიან მნიშვნელოვანი იყო
კარგად ითამაშა რიკი ჰიკმანმა, რომელმაც გამარჯვების ბურთი ჩააგდო. მისგან უფრო მეტს ველით და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ჰიკმანისგან მეტი სარგებელი გვექნება...
შერმადინმა 19 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარქვეშ მეტოქეები დაჯაბნა. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ფარქვეშ უპირატესობით მოვიგეთ. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა როგორც საჯარიმოში, ასევე პერიმეტრზე; ხოლო, როცა ჩავარდნა გვქონდა, ყველა რგოლში სუსტად გამოვიყურებოდით...
ნაკრები თამაშს აუმჯობესებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს უფრო მობილიზებულად, სტაბილურად და თავდაჯერებულად ვითამაშეთ.
გვაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ვუფრთხილდებით, ამას წინათ მიღებული ტრავმა რომ არ გაუმიზეზდეს. მას ამ ეტაპზე არ აწუხებს ფეხი, თუმცა არ ვრისკავთ. შესაძლოა, მანუჩარმა ზეგ, ისრაელთან მორიგ საკონტროლო მატჩში ითამაშოს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა