იგორ კოკოშკოვი: პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით

AutoSharing Option
4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს გამართავს ევროპის ჩემპიონატზე.

იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე პოლონეთი იქნება, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია და ეს მოსამზადებელ პერიოდში ძლიერი გუნდების ძლევითაც დაამტკიცა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების საღამოს ვარჯიშის შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებულ გუნდის მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს გავესაუბრეთ...

- ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. პოლონეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, ყველა რგოლში დაბალანსებულად დაკომპლექტებული და ბრძოლისუნარიანი.

- თქვენ ალბათ იცით, რა დაუპირისპიროთ პოლონეთს, ამ მატჩისთვის ხომ დიდი ხანია, ემზადებით...
- რა თქმა უნდა, პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით. ტაქტიკის
შერჩევა ერთია და შესრულება მეორე. ყველაფერი ბიჭებზეა დამოკიდებული. ყველამ უნდა მოინდომოს და მაქსიმუმი გაიღოს, რათა წარმატების შანსი გვქონდეს.

- ნაკრები როგორ ფორმაშია, რას იტყვით ჩვენს გუნდზე?
- უკვე მე-6 წელია, საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი და მინდა ვთქვა, რომ გუნდს თავისი სახე აქვს და საკმაოდ გამოცდილია.

ნაკრები ვერ არის ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ თავისი ძალა მაინც გააჩნია. ეს ამ მოსამზადებელ ეტაპზეც ვაჩვენეთ, სერბეთთან და ლიტვასთან ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა.

კარგად ვითამაშეთ ასევე საფრანგეთთან პირველი ტაიმი. ნაკრები კარგ ფორმაშია და ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველო VS პოლონეთი - წინ! ევროპას პოლონეთით ვიწყებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული