საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პოლონეთთან გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
4 სექტემბერს, სლოვენიაში დაწყებულ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა პოლონეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 17-ქულიანი უპირატესობით - 84:67 დაამარცხა.

ჩვენი ნაკრები პირველ მეოთხედშივე დაწინაურდა და ანგარიშში უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აღარც დაუთმია.

პირველი პერიოდი იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა 20:14 მოიგეს, ტაიმი კი 39:22 დაასრულეს. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე პერიოდი ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს (16:15), ბოლო კი ასეთივე სხვაობით დათმეს (29:30) და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყველაზე შედეგიანი მოედანზე ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 23 ქულასა და 6
მოხსნას მოუყარა თავი. 18 ქულა მიითვალა მანუჩარ მარკოიშვილმა, 13 ქულა და 9 მოხსნით კი გიორგი შერმადინი გამოირჩა.

Sportall.Ge

ევრობასკეტის C ჯგუფის ჯგუფში I ტურის დანარჩენი შეხვედრები: ესპანეთი-ხორვატია და ჩეხეთი-სლოვენია მოგვიანებით გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს, ხორვატებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავთ!!!!!!!!!! წარმატებები და ჩემპიონობა !!!!!!!!!!!!
ნინო
20:47 04-09-2013
0
ერთ ასოიანი ქართველი ფეხბურთელების მაგივრათ ეს ბიჭები და რეგბისტები და მოჭიდავეები ნამდვილი ქართველები არიან.

ვერ შეიგნო ხალხმა რომ კორუმპირებული და არ ვიტყი რა დონის გარყვნილი ქართუული ფეხბურთის მაგივრათ აი აქ რომ არის ინვესტიცია საჭირო, ამ სპორტის განსავითარებლათ
Sason Hogi
19:22 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული