საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან პირველი მეოთხედი დათმო

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები რიგით მეორე მატჩს ხორვატიასთან მართავს.

იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრის პირველი მეოთხედი დათმეს - 15:17.

ანგარიშში დაწინაურება ხორვატებმა თავიდანვე შეძლეს და ქართველმა კალათბურთელებმა გათანაბრება მხოლოდ პერიოდის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიკი ჰიკმანის ზუსტი სამქულიანით შეძლეს (15:15).

ამის შემდეგ ხორვატებმა კიდევ ერთი ორქულიანი ჩააგდეს და მეოთხედიც აქ დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული