მანუჩარ მარკოიშვილი: საკუთარ თავზე ვბრაზდები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ხორვატიასთან ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს ნაკრებს ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ასეთ სიტუაციაში ჩემი სუსტი თამაში ძალიან ცუდი იყო. საკუთარ თავზე ვბრაზდები.

ვეცდები, მომდევნო მატჩისთვის გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე.

ამ წაგებით არაფერი გადაწყვეტილა, სამი შეხვედრა გველის და ყველას დავანახვებთ, რომ მაღალი დონის გუნდებთან თამაშიც შეგვიძლია და გამარჯვებაც",
- თქვა მარკოიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს მანუ, შენს გვერდით ვართ. ხან გამოგივა თამაში ხან არა. წინ საქართველო!!!!
geofun
11:48 06-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული