იგორ კოკოშკოვი: ჩემი კალათბურთელებით ვამაყობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ხორვატიასთან (76:77) ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დავეთანხმები გიორგის, ასეთი კალათბურთის ხილვით ბევრი ისიამოვნებდა. ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, რომლებმაც ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძოლეს.

ხორვატიის ნაკრები თანაბრად დაბალანსებული გუნდია, კარგი ტანმაღლებიც ჰყავს და უკანახაზელებიც. ხშირ შემთხვევაში დაცვისას ზონას მივმართავდით და მეტოქისთვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მიგვიცია.

რაც შეეხება ბოლო წამებს, ვიცოდით, რომ ტომიჩი მარცხენა ხელით კარგად ისვრის, მაგრამ ერთ კონკრეტულ მომენტს წაგების მიზეზად ვერ დავასახელებ.

ბოლო მეოთხედში გიორგი ცინცაძემ ეფექტურად ითამაშა.
მას კარგად ვიცნობ და შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება. ამიტომაც თავისუფლება მივეცი და დაინახეთ, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა",
- თქვა კოკოშკოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მაგარი ადამიანი , ძალიან მაგარი ნაკრების , ძალიან მაგარი მწვრთნელი...:)
Shukvani
12:56 06-09-2013
0
ჩემი პატივისცემა საქართველოს ნაკრების შესანიშნავ მწვრთნელს - იგორ კოკოშკოვს და საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს.
გაუმარჯოს საქართველოს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული