საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ბოლო მეოთხედის წინ 8 ქულას აგებს

AutoSharing Option
7 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავის მესამე შეხვედრას მასპინძლებთან მართავს.

ბოლო მეოთხედის წინ ანგარიშია 54:46 - სლოვენიელთა სასარგებლოდ.

არადა, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და განსაკუთრებით დაცვაში კარგი თამაშის წყალობთ, პირველი პერიოდი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრეს - 19:13.

ქართველმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედი ასევე კარგად კი დაიწყეს და ანგარიშის სხვაობა 11 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ ამას მოჰყვა პერიოდი, როდესაც სლოვენიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენებს კი - არაფერი. მასპინძლებმა განსაკუთრებით კარგად სამქულიანები ისროლეს, რასაც მათი 15-ქულიანი გაქცევა მოჰყვა.

საბოლოოდ ტაიმი
სლოვენიელებმა 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს - 44:32.

ვერ ვიტყვით, რომ მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს. უფრო მასპინძლებმა მოუხშირეს შეცდომებს და ჩვეული შედეგიანობით ვეღარ ისროდნენ, რის შედეგადაც პერიოდი ოთხი ქულით მოვიგეთ.

ამრიგად, ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 8 ქულაა, რისი გაქვითვაც შეუძლებელი ნამდვილად არაა...

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული