საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
7 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავის მესამე შეხვედრას მასპინძლებთან გამართა და ტურნირზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია.

სლოვენიის ნაკრებმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა - 72:68 (13-19, 31-13, 10-14, 18-22).

იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და განსაკუთრებით დაცვაში კარგი თამაშის წყალობთ, პირველი პერიოდი ექვსქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედიც კარგად დაიწყეს და ანგარიშის სხვაობა 11 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ ეს იყო და ეს. ამის შემდეგ სლოვენიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენებს კი - არაფერი. მასპინძლებმა განსაკუთრებით კარგად სამქულიანები ისროლეს.

საბოლოოდ ტაიმი სლოვენიელებმა 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს - 44:32.

ვერ ვიტყვით, რომ მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს. უფრო მასპინძლებმა მოუხშირეს შეცდომებს და ჩვეული შედეგიანობით ვეღარ ისროდნენ, რის შედეგადაც პერიოდი ოთხი ქულით მოვიგეთ.

ამრიგად, ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 8 ქულა იყო, რისი გაქვითვაც შეუძლებელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ...

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო მეოთხედი დაძაბული გამოდგა. ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშში ჩამორჩენის შემცირება 1 ქულამდეც შეძლეს, მაგრამ უპატიებელი შეცდომების გამო, მატჩის ბედის თავის სასიკეთოდ გადაწყვეტა ვერ მოახერხეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

Sportall.Ge

C ჯგუფის სხვა მატჩებში ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთს 60:39 სძლია, ხორვატიამ კი პოლონეთი 74:70 დაამარცხა.

ამრიგად, მესამე ტურის შემდეგ, ჯგუფს 6 ქულით დაუმარცხებელი სლოვენია ლიდერობს, 5-5 ქულა აქვთ ესპანეთსა და ხორვატიას. საქართველოს და ჩეხეთს - 4-4, ჯგუფში ბოლო ადგილს 3 ქულით კი პოლონეთი იკავებს.

ევრობასკეტზე მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ჯგუფის ბოლო მატჩში კი, 9 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რამდენადაც ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 3 გუნდი გადის, იგორ კოკოშკოვის გუნდს თეორიული შანსი ჯერ კიდევ რჩება...
მკითხველის კომენტარები / 14 /
მსაჯები უნამუსოდ მოიქცნენ..ორი ტენიკური საერთოდ მოიგონეს სლოვენიის სასარგებლოდ, მათ კი უარესებს პატიობდნენ.ვიცი ახლა ბევრი გააკრიტიკებს ჩვენს გუნდს, მე კი მინდა მიულოცო ჩვენს ბიჭებს და კოკოშკოვს კარგი თამაში, ევროპულ გრანდებთან თანასწორი თამაში, როდესაც ორი ძირითადი მოთამაშე გაკლია არ არის ასე ადვილი.
ზურა
01:22 08-09-2013
0
მინდა შეფასებისას ობიექტური ვიყო,ჩვენი ნაკრები პირველი პერიოდის მერე აირია,სროლები აღარ წაუვიდათ,ფატალური უიღბლობაც დაემატა და პლიუს თუ არ მომეჩვენა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯები ჩვენ წინააღმდეგ არაობიექტურად მოიქცნენ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა უკვე ყველა ქვეყნის ნაკრებისთვის ჩვენი ნაკრები სერიოზულ ძალას წარმოადგენს,მომავალს იმედით უყურებ.
nikolozi
01:31 08-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული