საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩეხებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები მზად არ აღმოჩნდა ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა სლოვენიელებთან წინა დღეს გამართულმა მატჩმა, რომელსაც დიდი ენერგია შევალიეთ.

ჩეხეთი ჩვენზე სწრაფად დარბოდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

ამის მიუხედავად, ჩემი კალათბურთელების მიმართ კომპლიმენტის გარდა არაფერი მეთქმის, მათ ბოლომდე იბრძოლეს ოთხივე შეხვედრაში. წაგებას საკუთარ თავზე ვიღებ",
- ასეთი იყო ქართველთა მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის კომენტარი ჩეხეთთან თამაშის შემდეგ.

Sportall.Ge

გათვლა
მწვრთნელს უნდა დავეთანხმოთ, სლოვენიასთან ბოლო წამებამდე ბრძოლამ დიდი ენერგია წაიღო, რისი აღდგენაც ერთ დღეში მეტად რთულია. ეს ჩვენც კარგად
ვიცოდით და ჩეხეთმაც.

ჰოდა, მთავარმა მწვრთნელმა პაველ ბუდინსკიმ შეგირდებს თავიდანვე მაღალ ტემპში თამაში დაავალა, რადგან იმედი ჰქონდა, წინა დღის ნაბრძოლ ქართველებს ადრე თუ გვიან დაღლა დაეტყობოდათ.

ჩეხებმა ხომ ისიც იცოდნენ, რომ ძირითადად ხუთ კალათბურთელზე გადადის თამაშის სიმძიმე...

კიდევ ერთი გათვლა - სწრაფი შეტევის შემთხვევაში ქართველებს დაცვაში დალაგების შანსი მოესპობოდათ. არადა, ჩვენი ზონური დაცვა არათუ პოლონელებისთვის, სლოვენიელებისა და ხორვატებისთვისაც გაუვალი აღმოჩნდა (მათ სამქულიანებით გვაჯობეს).

შესრულება
ჩვენი მეტოქის გათვლამ შედეგი გამოიღო: ჩეხები საკუთარ ნახევარზე ბურთს დაეუფლებოდნენ თუ არა, თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ ჩვენი კალათისკენ. იყო ისეთი შემთხვევები, როცა გაქცევა არ სჭირდებოდათ - ჩვენს საჯარიმოში ბურთს ერთი ჩეხი ელოდა და გრძელი პასის შემდეგ თავისუფლად ლაშქრავდა კალათს.

მეორე პერიოდის შუაში ტაბლოზე ისეთი ანგარიში ეწერა, იქითკენ გახედვა არ მოგინდებოდა - 39:20.

როცა სწრაფ თამაშზე ვლაპარაკობთ, ხაზი უნდა გავუსვათ ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელის (ესპანურ "კახასოლში"), ტომას სატორანსკისა და "ვაშინგტონ უიზარდსის" ცენტრის, იან ვესელის გარჯას.

ტემპს სწორედ გამთამაშებელი ტომასი აკონტროლებდა, ხოლო NBA-ელი იანი საჭირო მომენტში საჭირო ადგილას ჩნდებოდა.

უმთავრესად, სწორედ მისი დამსახურებაა, მოხსნებში 34:41 რომ წავაგეთ, ხოლო სამწამიანი ზონიდან მიღებულ ბურთებში საერთოდ ანტირეკორდი დაფიქსირდა: ფარქვეშიდან ჩეხეთმა 60 ქულა მოაგროვა.

ერთიც და...
ჩეხეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. გუნდის გამოსვლას ევრობასკეტზე ახლო მომავალში კიდევ შევაფასებთ, დასკვნის სახით კი ჩეხების მწვრთნელის, პაველ ბუდინსკის სიტყვებს გამოვიყენებთ:

"საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა, სანახაობრივი კალათბურთი უჩვენა და ამიტომ ერთიორად გასახარია ასეთ გუნდთან გამარჯვება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

C ჯგუფი
პოლონეთი-ესპანეთი 53:89
5:25, 8:24, 17:27, 23:13
პ: ზამოისკი (11), ლამპე (10).
ე: რუბიო (15+5 პასი), ფერნანდესი (13+4 პასი), რეი (12), როდრიგესი (11+4 პასი).
ორქულიანები: 12/34 (35,3%) - 21/35 (60%)
სამქულიანები: 6/20 (30%) - 12/28 (42,9%)
საჯარიმოები: 11/13 (84,6%) - 11/14 (78,6%)
მოხსნები: 36-30. პასები: 8-23. შეცდომები: 21-8.

გადამწყვეტი მომენტი:
ამ მატჩში ყველაფერი პირველ მეოთხედში გადაწყდა, როცა ესპანეთი 15:0 გაიქცა და 10-წუთეული 25:5 მოიგო.
მატჩის გმირი: ამ ნომინაციაში უნდა გამოვყოთ ესპანეთის დაცვა. პირინეელებმა კვლავ ბრწყინვალედ დაიცვეს თავი, რაც უკვე ტრადიცია გახდა: ხორვატიასთან 40 ქულა გაუშვეს, ჩეხეთთან - 39, პოლონეთთან - 53.

სლოვენია-ხორვატია 74:76 (ო)
20:17, 21:17, 16:20, 8:10, 9:11
ს: გ. დრაგიჩი (23+8 მოხსნა+5 პასი), ლორბეკი (16+6 მოხსნა), ზ. დრაგიჩი (11+8 მოხსნა).
ხ: ბოგდანოვიჩი (24+7 მოხსნა), ტომიჩი (11+15 მოხსნა), უკიჩი (10).
ორქულიანები: 15/43 (34,9%) - 19/50 (38%)
სამქულიანები: 8/30 (26,7%) - 7/21 (33,3%)
საჯარიმოები: 20/28 (71,4%) - 17/25 (68%)
მოხსნები: 53-50. პასები: 14-16. შეცდომები: 8-5.

ა გ თ მ წ ბ ქ
1. ესპანეთი 4 3 1 286-210 7
2. სლოვენია 4 3 1 286-273 7
3. ხორვატია 4 3 1 267-288 7
4. ჩეხეთი 4 2 2 263-269 6
5. საქართველო 4 1 3 307-311 5
6. პოლონეთი 4 0 4 258-316 4

9 სექტემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ესპანეთის ნაკრებთან ჯგუფის ბოლო მატჩი გველის.

საქართველოს ნაკრების მატჩები ევრობასკეტზე
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომ ამბობთ გადაღლის ბრალი იყოო, ნამდვილად ვერ დავეთანხმები, დაღლა შეიძლება მეოთხე მეოთხედში დაგეტყოს და თამაშს პირველივე მეოთხედში რომ წააგებ მაგი წინა დღის თამაშის ბრალი ნამდვილად არ არის! დასვენებულსაც რომ გვეთამაშა მაინც წავაგებდით :( არაა საჭირო ყოველთვის გამართლების მოძებნა....
ზვიადი
14:56 09-09-2013
0
ჩემო არაფრის მაქნისო და არაფრის გამკეთებელო ხალხო კიდევ ვერ ხვდებით რაშია საქმე,ოი,ოი როგორ მეცოდებით.ჩვენ გვინდა არაფერი გავიღოთ და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს მოუგოთ?ეგრე არ ხდება ბაბა,არა.
roma
15:16 09-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული