ვლადიმერ ბოისა: "ჰიკმანიშვილი" ნაკრებში დიდხანს უნდა დავტოვოთ

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისა სლოვენიაში შინაური კაცია - წლების განმავლობაში თამაშობდა "პოსტოინაში", "სლოვანში", "ოლიმპიაში"; მეუღლეც იქაური ჰყავს და ახლაც სლოვენიაშია - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ქომაგობს...

ვეტერან კალათბურთელს ევრობასკეტის მასპინძლებთან მატჩის წინ დავურეკეთ და ქართველების მიერ პოლონელთა დამარცხებასა და ხორვატიასთან დრამატულ ბრძოლაში წაგებულ მატჩზე ველაპარაკეთ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ბოისამ მოთამაშის კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა და შემოდგომაზე გასამართ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

- როგორც იქნა, რიკი ჰიკმანმაც გვიჩვენა, რა შეუძლია...
- მისთანა მოთამაშე ყველას სჭირდება. სურვილის შემთხვევაში, "ბარსელონა" და "რეალიც"
კი დაუფიქრებლად გაუფორმებენ კონტრაქტს. ევროპის ხუთი საუკეთესო კლუბიდან ჰიკმანზე უარს არავინ იტყოდა.

უმაღლესი კლასის მოთამაშეა და როგორც ბიჭებისგან ვიცი, ძალიან კარგი ადამიანიცაა. ჯერ ახალგაზრდაა და იმედია, ისეთივე ისტორია ექნება საქართველოში, როგორიც ბო მაკალებს აქვს მაკედონიაში.

წლებია, მაკალები მაკედონიის სახელით თამაშობს და უკვე ლამის "მაკალებოვსკის" ეძახიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, გაქართველებული ამერიკელი საქართველოში წლების განმავლობაში რომ დარჩეს და "ჰიკმანიშვილად" იქცეს (იცინის).

- ცნობილია, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებ მონაწილეობას... უკვე შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ვლადიმერ ბოისა აღარ არის მოქმედი კალათბურთელი?

- დიახ, მოთამაშის კარიერა დავასრულე... საქართველოში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩამოვალ. მხოლოდ ის მინდა, ქართული კალათბურთი წინ წავიდეს, ვინმესთან ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემი იდეებით მოვდივარ, თუ მოეწონათ და გავიმარჯვე, ხომ კარგი, თუ არა და, იმედია, ვინც უნდა იყოს, ყველაფერს გააკეთებს ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

რატი შელეგია
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 1 /
დააკვირდით, ჰიკმანი ყველა თამაშის დროს ორიენტირებული საკუთარი თავის წარმოჩენაზე უფროა და გუნდურ თამაშის სტრატეგიას ამ მიზეზით ხშირად აფუჭებს. ეს განსაკუთრებით კარგად ხორვატიის წინააღმდეგ მატჩში გამოჩნდა. თუმცა,მიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ გუნდში ბევრ "სტაჟიანს" მაინც სჯობს და მოქმედებს მაინც და არ დასეირნობს თამაში დროს.
სიამსკი
15:08 10-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული