ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკოშკოვს სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად განიხილავენ. ამის შესახებ გამოცემა "ნოვოსტი" იტყობინება:
"სლოვენიის ნაკრებში მუშაობას აღარ გააგრძელებს ბოჟიდარ მალიკოვიჩი, რომლის შემცვლელად ორი ახალგაზრდა სპეციალისტი მოიაზრება: იურე ჟდოვცი და სერბი იგორ კოკოშკოვი.
- ასეთი წინადადებით გაკვირვებული ვარ, თუმცა ამჟამად მხოლოდ NBA-ზე ვარ კონცენტრირებული, "კლივლენდში" ვმოღვაწეობ. სლოვენიის ნაკრებს კარგად ვიცნობ. ამ გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებთან ერთად "ევრობასკეტზე" ვითამაშე.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იგი სერბეთის ნაკრების თავკაცობის კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა იმ გუნდში მოგვიანებით ალექსანდრ ჯორჯევიჩი დაინიშნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"