ევრობასკეტი 2015-ის წილისყრა 8 დეკემბერს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მესამედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. მორიგი ევრობასკეტი 2015 წლის 5 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს ფინალით დასრულდება.

24 მონაწილე ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა. მომდევნო ეტაპი კი, მერვედფინალია.

წინასწარ ცნობილია ისიც, რომ ევრობასკეტ 2015-ის ორი ფინალისტი ავტომატურად მიიღებს 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ლიცენზიას. მომდევნო ოთხი გუნდი კი 2016 წლის ზაფხულში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება (სხვადასხვა კონტინენტის 12 ნაკრები 3 საგზურს გაითამაშებს).

რაც მთავარია, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის წილისყრა კარს მოგვადგა - 8
დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება. ცერემონიალი "დისნეი ლენდში" თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

წილისყრის წინ ფიბა-ევროპამ გუნდები ექვს კალათაში განთესა, გაითვალისწინა რა წლეულს და შარშან ნაჩვენები შედეგები. საქართველო მეხუთე კალათაშია. ქვემოთ ყველა პოტენციური მეტოქის გაცნობა შეგიძლიათ, აქ კი დავაკონკრეტებთ: პირველი ჯგუფური ეტაპი ერთბაშად ოთხ ქვეყანაში გაიმართება - საფრანგეთში, ლატვიაში, ხორვატიასა და გერმანიაში.

მასპინძელ ქვეყნებს კალათბურთის ისტორიაში პირველად მიეცათ შესაძლებლობა ჯგუფის ერთი თანაბინადრის არჩევისა.

ხორვატებმა მეზობელ სლოვენიელებს უხმეს. შეხვედრებს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმასპინძლებს. საფრანგეთმა ჯგუფის მეტოქედ ფინეთი ისურვა, გერმანიამ - თურქეთი, ხოლო ლატვიამ - ესტონეთი. არადა, ყველა ვარაუდობდა, რომ ლატვიელები მოწინააღმდეგეებად პირველი კალათის წარმომადგენელ ლიტველებს აირჩევდნენ.

ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები გერმანულ ჯგუფში ვერ მოხვდება, რადგან ალემანები, ჩვენ მსგავსად, მეხუთე კალათაში არიან.

ბოლოს გთავაზობთ სქემატურ მონახაზს, რომელიც დაგვეხმარება იმის გარკვევაში, წილისყრისას რომელი გუნდი სად მოხვდება და ვის შეხვდება.

ზაგრებში
ხორვატია
სლოვენია
ბოსნია/საბერძნეთი
ნებისმიერი მეოთხე კალათიდან
საქართველო/ისრაელი/ჩეხეთი
ისლანდია/რუსეთი/ჰოლანდია

ბერლინში
ესპანეთი/ლიტვა
სერბეთი/უკრაინა
თურქეთი
ნებისმიერი მეოთხიდან
გერმანია
ისლანდია/რუსეთი/ჰოლანდია

მონპელიეში
საფრანგეთი
ფინეთი
ბოსნია/საბერძნეთი
ნებისმიერი მეოთხიდან
საქართველო/ისრაელი/ჩეხეთი
ისლანდია/რუსეთი/ჰოლანდია

რიგაში
ლიტვა/ესპანეთი
სერბეთი/უკრაინა
ლატვია
ნებისმიერი მეოთხიდან
საქართველო/ისრაელი/ჩეხეთი
ესტონეთი

წილისყრა
I კალათა
საფრანგეთი - ევრობასკეტი 2013-ის გამარჯვებული
ლიტვა - II ადგილი ევრობასკეტი 2013-ზე
ესპანეთი - III ადგილი ევრობასკეტი 2013-ზე
ხორვატია - IV ადგილი ევრობასკეტი 2013-ზე

II კალათა
სლოვენია - V ადგილი ევრობასკეტი 2013-ზე
უკრაინა - VI ადგილი ევრობასკეტი 2013-ზე
სერბეთი - VII ადგილი ევრობასკეტი 2013-ზე
ფინეთი - "ველური ბარათით" მსოფლიოზე

III კალათა
საბერძნეთი - "ველური ბარათით" მსოფლიოზე
თურქეთი - "ველური ბარათით" მსოფლიოზე
ლატვია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (6 მოგ/0 წაგ)
ბოსნია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (4 მოგ/0 წაგ)

IV კალათა
პოლონეთი - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (5 მოგ/1 წაგ)
ბელგია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (5 მოგ/1 წაგ)
მაკედონია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (5 მოგ/1 წაგ)
იტალია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (3 მოგ/1 წაგ)

V კალათა
საქართველო - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (4 მოგ/2 წაგ)
გერმანია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (4 მოგ/2 წაგ)
ისრაელი - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (4 მოგ/2 წაგ)
ჩეხეთი - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (4 მოგ/2 წაგ)

VI კალათა
ჰოლანდია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (4 მოგ/2 წაგ)
რუსეთი - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (2 მოგ/2 წაგ)
ისლანდია - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი (2 მოგ/2 წაგ)
ესტონეთი - საკვალიფიკაციოს გამარჯვებული (2013)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული