ბექა ბურჯანაძე: ჯგუფიდან გასვლა რეალურია

AutoSharing Option
8 დეკემბერს პარიზში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 1/8-ფინალის საგზურისთვის C ჯგუფში ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის, მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან იბრძოლებს.

შემდეგ ეტაპზე 6-გუნდიანი ჯგუფის ოთხი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

წილისყრის შედეგებზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ გააკეთა:

"ჯგუფიდან გასვლა რეალურია, თუმცა მხოლოდ საუბარი ამისთვის არ კმარა, მთავარია, კლუბებიდან ნაკრებში ყველა ჯანმრთელად ჩავიდეთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და შედეგიც გვექნება.

ჩვენმა გუნდმა ბოლო წლებში ავტორიტეტი მოიპოვა და ყველა დიდი სიფრთხილით ეკიდება საქართველოსთან თამაშს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული".

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფიბამ წილი ჰყარა - ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფები და კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული