"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეხუთე ტურის მატჩს მართავს.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა რუმინელებმა ჯარიმით შეძლეს - 3:0. მე-18 წუთზე ანგარიშის გათანაბრება ასევე ჯარიმით მერაბ კვირკიკაშვილმა მოახერხა - 3:3.

30-ე წუთზე კვირიკაშვილმა ზუსტი ჯარიმით "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა - 3:6. მალევე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:9 გახადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული